კონფიდენციალობა

კონფიცენდიალურობის/პერსონალური მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტი მიზნად ისახავს, განუმარტოს scantbilisi.ge-ზე („ვებ-გვერდი“) რეგისტრირებულ პირებს („მომხმარებელი“), თუ როგორ მუშავდება მათი პერსონალური მონაცემები.

დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობა.

ამ პოლიტიკის მიზნებისათვის, მონაცემთა დამუშვებისათვის პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს სს „სილქნეტი“, ს/ნ: 204566978, მის: ქ. თბილისი, ჩუღურეთის რაიონი, წინამძღვრიშვილის ქ. №95.

პოლიტიკა ვრცელდება სილქნეტის მიერ ვებ-გვერდის მომხმარებლების პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

დამუშავებული მონაცემების აღწერა

„სილქნეტი“ დაამუშავებს ვებ-გვერდის მომხმარებლების შემდეგ პერსონალურ მონაცემებს: მომხმარებლის სახელი, გვარი, სქესი, ქვეყანა (საცხოვრებელი ადგილი), ასაკი, ტელეფონის ნომერს, ელ. ფოსტის მისამართს.

პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნები

სს „სილქნეტი“ გამოიყენებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს შემდეგი მიზნით: 

  • იმისათვის რათა რეგისტრირებულ მომხმარებელს, მიეცეს წვდომა ვებ-გვერდის სხვადასხვა ფუნქციაზე, მაგ: შეინახოს ვებ-გვერდზე უკვე ნანახი, მათ შორის მისი ფავორიტი ღირსშესანიშნაობები, ნახოს გაზიარებული შთაბეჭდილებები, ასევე მიიღოს მომხმარებელთა მხარდაჭერასთან დაკავშირებული სერვისები.

  • ვებგვერდის ტექნიკური ფუნქციონირების კვლევის და განვითარებისთვის. 
     

მონაცემთა მესამე პირებისათვის გამჟღავნება

სს „სილქნეტის“ მიერ შეგროვებული მომხმარებლის პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია კონფიდენციალურია. „სილქნეტი“ მომხმარებლის მონაცემებს მესამე პირებს არ გადასცემს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.

უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემების დამუშავება

მონაცემები მუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესებისა და აკრძალვების გათვალისწინებით.

შესაბამისი საჭიროების შემთხვევაში, თუ ვებგვერდის განახლების/ტექნიკური მხარდაჭერის სამუშაოების შესრულების ფარგლებში, აუცილებელი გახდება უფლებამოსილი პირ(ებ)ისათვის პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამჟღავნება ან/და მათთვის წვდომის უფლების მინიჭება, მონაცემების გამჟღავნება/მათზე წვდომის უფლების მინიჭება მოხდება მხოლოდ სს „სილქნეტსა“ და შესაბამის უფლებამოსილ პირს შორის წერილობითი ფორმით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელშიც გათვალისწინებული იქნება უფლებამოსილი პირის ვალდებულება - მონაცემები დაამუშაოს მხოლოდ ვებ-გვერდისა და/ან მომხმარებლის ტექნიკური მხარდაჭერისათვის განსაზღვრული მიზნებით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესებისა განუხრელი დაცვით.

სხვა სახელმწიფოსთვის ან/და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის მონაცემების გადაცემა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ ვებგვერდის მეშვეობით დამუშავებული მონაცემები სხვა სახელმწიფოს ან/და საერთაშორისო ორგანიზაციას არ გადაეცემა.

მონაცემების შენახვა და უსაფრთხოება

რეგისტრაციის შემთხვევაში, მომხმარებლის მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის დამუშავებას სს „სილქნეტი“ განახორციელებს იმ დროის განმავლობაში, რა პერიოდითაც იქნება მომხმარებელი რეგისტრირებული.

პერსონალური მონაცემების შენახვა შესაძლებელია იმ პერიოდის განმავლობაში, რომლის დროსაც შეიძლება წარმოიშვას პასუხისმგებლობა მათი დამუშავებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

სილქნეტს ჰყავს სპეციალური უსაფრთხოების ჯგუფი, რომელიც მუდმივად მუშაობს უსაფრთხოების ზომების გაუმჯობესებაზე, რათა დაიცვას მომხმარებლის პერსონალური მონაცემები არაავტორიზებული ან არაკანონიერი წვდომისაგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, გამჟღავნებისგან ან განადგურებისგან.

ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პოლიტიკებისა და პროცედურების საფუძველზე სილქნეტს დანერგილი აქვს შესაბამისი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რომელთა ეფექტურობის პერიოდული შეფასება ხორციელდება შიდა და გარე აუდიტის ფარგლებში.

მომხმარებლის უფლებები (მონაცემთა სუბიექტის უფლებები)

მომხმარებელს (მონაცემთა სუბიექტს) აქვს უფლება:

  • ჰქონდეს წვდომა თავის პერსონალურ მონაცემებზე, მოითხოვოს მათი ჩასწორება, განახლება ან წაშლა. ასევე აქვს სხვა უფლებებიც, მაგალითად, გამოითხოვოს თანხმობა მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე ან გაზიარებაზე.

  • მოითხოვოს ინფორმაცია მის შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე - მომხმარებელს შეუძლია, მოითხოვოს შემდეგი ინფორმაცია: რა მონაცემები მუშავდება მის შესახებ; მონაცემთა დამუშავების მიზანი; მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი; რა გზით შეგროვდა მონაცემები; ვისზე გაიცა მის შესახებ მონაცემები, მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი

  • მომხმარებელს უფლება აქვს, განმარტების გარეშე ნებისმიერ დროს განაცხადოს უარი მის მიერ მიცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებულ მონაცემთა განადგურება

  • ვებგვერდით მოწოდებული პერსონალური მონაცემების წაშლისათვის, გთხოვთ, მოგვწეროთ ელ. ფოსტაზე: info@scantbilisi.ge

მომხმარებლის (მონაცემთა სუბიექტს) უფლებების შეზღუდვა

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მომხმარებლის (მონაცემთა სუბიექტის) უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ ეს გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით ან ამ უფლებების რეალიზაციამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას:

  • ინფორმაციული უსაფრთხოებისა ან/და კიბერუსაფრთხოების ინტერესებს;

  • დანაშაულის თავიდან აცილებას, დანაშაულის გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას, მართლმსაჯულების განხორციელებას, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებას და პრობაციას, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას;

  • მონაცემთა სუბიექტისა (მომხმარებლის) და სხვათა უფლებებსა და თავისუფლებებს;

  • სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთებას.

შესაბამისი შეზღუდვის ზომა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შეზღუდვის მიზნის მისაღწევად.

დამატებითი ინფორმაცია

წინამდებარე კონფიცენდიალურობის/პერსონალური მონაცემთა დაცვის პოლიტის დოკუმენტი ექვემდებარება საჭიროების შემთხვევაში გადახედვას და შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების შეტანას.

კონფიდენციალობა