პროექტის შესახებ
დაასკანერე თბილისი, ისტორიები უთქმელი რომ არ დარჩეს
ძველ თბილისში სეირნობის დროს უამრავ ისტორიულ შენობას გადააწყდები, რომელთა კედლებიც საინტერესო ამბებს ინახავს. ისტორიები უთქმელი რომ არ დარჩეს, 187 ასეთ ძეგლზე QR-კოდიანი ფირნიშები განვათავსეთ. კოდის დასკანერებით, ნებისმიერი გამვლელი, იქნება ეს ადგილობრივი მცხოვრები თუ - ტურისტი, შეძლებს შენობის შესახებ საინტერესო ინფორმაციას გაეცნოს ქართულ და ინგლისურ ენებზე.
დედაქალაქისთვის ამ მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობა ერთი წლის წინ დავიწყეთ. განათლების ხელმისაწვდომობა კომპანია სილქნეტის მყარი ღირებულებაა და სწორედ ამიტომ, მუდმივად ვართ ჩართული სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში. დაასკანერე თბილისი პირველი მცდელობაა, გაგვეციფრულებინა და მაქსიმალურად მარტივი გაგვეხადა ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობაზე ინფორმაციის მიღება. ვფიქრობთ, მსგავსი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა აუცილებელია ჩვენი ქალაქის უკეთ გასაცნობად.
პროექტში ჩართულები არიან ცნობილი ხელოვნებათმცოდნეები, რომლებმაც ფოტოგრაფთან ერთად დიდი შრომა გაწიეს, რომ საინტერესო ამბები ვიზუალური კუთხითაც მოგვეყოლა.
პროექტს წარმოგიდგენთ სილქნეტი, SOLARTIA GROUP-თან პარტნიორობით, პროექტის მხარდამჭერია თბილისის განვითარების ფონდი და თბილისის მერია.
გუნდი:
კომპანია სილქნეტი
SOLARTIA GROUP
საიტი: LTD INTEGRAL
შემოქმედებითი ჯგუფი:
ხელოვნებათმცოდნეები - თათია ღვინერია, ცირა ელისაშვილი, ქრისტინე დარჩია,
ფოტოგრაფი - ნინო ზედგინიძე
თარგმანი - ლელა დოლაკიძე