დეტალური ინფორმაცია
კოტე აფხაზის ქ. N32-ში მდებარე XIX საუკუნის მეორე ნახევარში აგებულ შენობას ორი ფასადი აქვს, ორივე მდიდრულად არის მორთული, თუმცა მთავარი ფასადი მაინც ერეკლეს ქუჩიდანაა; ამ მხარეს ნაგებობა სამსართულიანია. პირველ სართულის მარჯვენა კუთხეში სადარბაზოს ხის კარია ლითონის ცხაურით, მის გვერდით კი განიერი ღიობები გამოდის.
მეორე და მესამე სართულს ოთხ-ოთხი ფანჯარა და თითო კარი ანაწევრებს, მაგრამ ფასადის მთავარ მხატვრულ-არქიტექტურულ აქცენტს ლითონის მოზრდილი, თაღოვანი აჟურული აივანი ქმნის.
თბილისში, სადაც ხის ჭვირულორნამენტული აივნების მაღალი კულტურა და ტრადიცია იყო, იშვიათობას წარმოადგენდა ასეთი ტიპის რკინის აივანი. ამ საცხოვრებელი სახლის ლითონის აივანი, ამ მხრივ, ერთ-ერთ გამორჩეულ ნიმუშს წარმოადგენს.