ძველი ქარვასლას შენობა

დეტალური ინფორმაცია

სიონის . N8,სა და  ზვიად გამსახურდიას სანაპირო N8 ში აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ მნიშვნელოვან სავაჭრო გზაზე  მდებარე ტფილისის ერთ-ერთ ხიბლსა და კოლორიტს სავაჭრო-საზოგადოებრივი დანიშნულების შენობები - ქარვასლები წარმოადგენდა. სპარსული ენიდან ნასესხები სიტყვაქარვასლაქარავნის სახლს ნიშნავს და მოგზაურთა და ვაჭართა ქარავნების ღამის გასათენებელ-გასაჩერებელი ადგილის და საქონლის საწყობის ფუნქციას ატარებდა; აქვე დებდნენ სხვადასხვა სავაჭრო ხელშეკრულებას, აქვე ხდებოდა შეთანხმება ფასების აწევა-დაწევის თაობაზე. ფეოდალურ თბილისში დიდი რაოდენობით ქარვასლა იყო, XIX საუკუნეში კი ახალ მოთხოვნილებათა შესაბამისად, ახალი ქარვასლები ააშენეს. საარქივო მონაცემების თანახმად, 1836 წელს თბილისში 7 ქარვასლა იყო, 1850-იანი წლების დასაწყისში კი უკვე - 13 (ყველა კერძო პირს ეკუთვნოდა). 

მეცხრამეტე საუკუნის თბილისის ქარვასლებს შორის განსაკუთრებული ადგილი ეკავა არწრუნის ქარვასლას, რომელმაც სახელწოდება მფლობელის - თბილისელი  ვაჭრის, გეურქ აღა-არწრუნის სახელიდან მიიღო. ეს იყო პირველი ახალი დიდი ქარვასლა, რომელიც სიონის ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთით, თბილელის ყოფილი ქარვასლის ადგილას, ძველი საძირკვლის გამოყენებით 1820 წელს აუგიათ. ამ ადგილას პირველი ქარვასლა ჯერ კიდევ როსტომ მეფემ ააშენა 1650 წელს და მოგვიანებით თბილელ ეპისკოპოსს უბოძა.