ქიქოძის ქუჩა

დეტალური ინფორმაცია

ქიქოძის ქუჩა N 11-ში მდებარე შენობის ისტორია  ნათლად ასახავს XX -ის 30-იან წლებში საქართველოში დატრიალებული ბოლშევიკური ტერორის ისტორიას. შენობის თავდაპირველი მეპატრონეები ძმები მაილოვები იყვნენ. ილია მაილოვი, პირველი გილდიის ვაჭარი, მეცენატი გახლდათ, მისი ძმა დანიელი,  ბუღალტრული აღრიცხვისა და სესხების სავაჭრო-სამრეწველო კომიტეტის წევრი. მათი მამა კავკასიაში ცნობილი ვაჭარი ღაზარ მაილოვი  ნავთობის ბიზნესში იყო ჩართული. მან დააფუძნა კომპანიალაზარ მაილოვი და შვილები". ნაგებობის მშენებლობისთვის ძმებმა არქიტექტორი . ტერ-მიქელოვი მოიწვიეს, რომელმაც 1914 წელს  მაილოვებს პომპეზური ვილა აუშენა.

 შეძლებული სომეხი ვაჭრის მიერ აშენებული სახლი იმთავითვე კომუნისტური პარტიის ელიტის ყურადღების ქვეშ მოექცა. თავდაპირველად აქ საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი მამია ორახელაშვილი შესახლდა, თუმცა მისთვის ამ სახლში ცხოვრება ტრაგიკულად დასრულდა. 1937 წელს ის,  მისი მეუღლე მარიამი, ქალიშვილი ქეთევანი და სიძე,  ცნობილი ქართველი დირიჟორი, ევგენი მიქელაძე დააპატიმრეს და საშინელი წამების შემდგომ დახვრიტეს. გადასახლებიდან მხოლოდ ქეთევან ორახელაშვილი დაბრუნდა. ამავე ბინაში შეასახლეს ახალი პარტიული ლიდერი ფილიპე მახარაძე.  სამწუხაროდ, დღეს ეს სახლი  მისი სახელით უფრო არის ცნობილი. შენობის ფასადზე ერთმანეთის გვერდით მიმაგრებული  მემორიალური დაფები,  მსხვერპლისა და ჯალათის  ტრაგიკული ისტორიის შესახებ მრავლისმეტყველია.