ამბობენ
ამბობენ, რომ ამ შენობის ირგვლივ არაერთი საინტერესო გადმოცემა არსებობს.
ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, მე-19 საუკუნის ბოლოს თბილისში ჩამოსულა უცხოელი არქიტექტორი, რომელიც თითქოს საიდუმლო ორგანიზაციის დავალებით მოქმედებდა. მისი აშენებულია რამდენიმე სახლი ძველ თბილისში ისე, რომ მათი გეომეტრიული განლაგება ხუთქიმიანი ვარსკვლავის — პენტაგრამის — ფორმას ქმნის. როგორც ამბობენ, ეს კონტური ნათლად ჩანს ქალაქის რუკაზე.
შესაძლოა, ეს მხოლოდ დამთხვევაა, მაგრამ ბევრი ამაში რაღაც იდუმალს ხედავს...
ლეგენდა დღესაც მნიშვნელოვან ადგილს იკავებს თბილისის ურბანულ მითოლოგიაში.
თუმანიანის ქ. №23/10 და გორგასლის I შესახვევის №5-ში მდებარე სახლი კი ამ სტრუქტურის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია.
გადმოცემით, ამ სახლის სარდაფში დღემდე შემორჩენილია ვიწრო ხვრელი, რომელიც, ლეგენდის თანახმად, დამაკავშირებელი გვირაბის ნაწილია. ეს გვირაბი აკავშირებდა სახლს სხვა "მისტიკურ შენობასთან", რომელიც ინგოროყვას №6-ში მდებარეობს.
ამბობენ, რომ იმავე გვირაბების მეშვეობით შესაძლებელი ყოფილა პარლამენტის შენობის სარდაფში გადასვლაც.
დეტალური ინფორმაცია
გორგასლის I შესახვევის N5 და თუმანიანის ქ.N23/10-ში მდებარე , აგურით ნაშენი კუბური მოცულობის ორსართულიანი შენობა თბილისური აივნიანი სახლების საინტერესო ნიმუშია სახლი მთავარი ფასადით მდ. მტკვარს გადაჰყურებს, ქალაქის ერთ-ერთ უძველეს მოედანზე გამოდის და ხის ჭვირულორნამენტული აივნით ეხსნება გარემოს. ხის დორიულ სვეტებს დაყრდნობილი მოჩუქურთმებული თაღებით დამშვენებული შეკიდული აივანი შენობის მთავარი სამშვენისი და მხატვრულ-არქიტექტურული მოტივია. აბანოთუბნის რთულ რელიეფს შეფენილი ამგვარი ხის აივნიანი სახლები თბილისის ადვილადსაცნობ სავიზიტო ბარათს წარმოადგენს.