საგარეო საქმეთა სამინისტრო

ამბობენ

ამ შენობაში განთავსებული ამიერკავკასიის კეთილშობილი ქალთა ინსტიტუტიერთ-ერთი პირველი ელიტარული სასწავლებელი იყო თავადაზნაურ წარმოშობის გოგონებისთვის მთელ კავკასიაში.

სასწავლებელი ინტერნატის ტიპის იყო ანუ მოსწავლეები აქ მუდმივად ცხოვრობდნენ. ოთახებში ისინი ასაკისა და კლასის მიხედვით ნაწილდებოდნენ; თითო ოთახში 6-10 გოგონა იყრიდა თავს.

სასწავლო პროგრამა ძალიან  მრავალფეროვანი იყო იმ დროისთვის:
გოგონებს ასწავლიდნენ საღვთო სჯულს, რუსულ, ფრანგულ და ქართულ ენებს, არითმეტიკას, ხატვას, ხელსაქმეს, მუსიკას და ცეკვას.

აქ სწავლობდნენ  ეკატერინე გაბაშვილი, მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი, ანასტასია თუმანიშვილი-წერეთელი და სხვა გამორჩეულმა ქალბატონები ,რომლებმაც ქართულ საზოგადოებაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულეს.

1918 წელს, საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდში, სასწავლებელი დაიხურა.
საბჭოთა ეპოქაში აქ  სხვადასხვა დაწესებულებები განთავსდა, ხოლო დღეს ის მნიშვნელოვან არქიტექტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს .

 

დეტალური ინფორმაცია

ჩიტაძის ქ.#4-ში მდებარე ყოფილი ამიერკავკასიის კეთილშობილ  ქალთა ინსტიტუტი, შენობა 1888-1890 წწ-ში აშენდა,  იმპერიის ერთ-ერთი, ყველაზე ნაყოფიერი ხუროთმოძღვრის, რობერტ გედიკას მიერ. 
როგორც საარქივო მასალებიდან ირკვევა, 1846 წელს, კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტისთვის შენობის პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შედგენა ქალაქის არქიტექტორ ჯოვანი სკუდიერს დაევალა, თუმცა პროექტის დასრულება ვერ მოასწრო. მოგვიანებით, 1853 წელს, თბილისის საგუბერნიო არქიტექტორი ტიმოთე ბელოიმ შექმნა შენობის პროექტი, თუმცა საბოლოოს მშენებლობა რობერტ გედიკას პროექტით წარიმართა. მშენებლობას ხელმძღვანელობდა გერმანელი არქიტექტორი ალბერტ ზალცმანი.
შენობის ფასადის ძლიერად შვერილი რიზალიტის ზედა, ცენტრალურ ნაწილზე სამთავისის ტაძრის აღმოსავლეთი ფასადის კომპოზიციის ელემენტებია გამოყენებული. ნაგებობა, ე.წ. „ქართული სტილის“ საუკეთესო ნიმუშია, რომელიც თვალნათლივ ასახავს ქართული საერო არქიტექტურის განვითარების ხაზს.  ნაგებობა, თავისი თვითმყოფადი სახით, თბილისური არქიტექტურის ერთ-ერთი, გამორჩეული ნიმუშთაგანია.