მეექვსე საავტორო სკოლა

ამბობენ

ამ შენობას დღეს ხშირადჰარი პოტერის სკოლასადარებენ. იგი გოტიკურ სტილშია აგებული და მართლაც ჰგავსჰოგვარტსს“.

თავდაპირველად, მე-19 საუკუნის ბოლოს, შენობა კეთილშობილ ქალთა გერმანულენოვანი  გიმნაზიისთვის აშენდა, სადც მეორე სართულზე განთავსებული იყო ლუთერანული სამლოცველო, ხოლო გასული საუკუნის 70-იან წლებამდე შენობაში ორგანიც იდგა.

სასწავლებლის მშენებლობის ხარჯები ცნობილმა მეღვინემ და ქველმოქმედმა მაქსიმ ანანოვმა (ოვნანიანმა) გაიღო, რის გამოც ტფილისში ამ სასწავლებელსანანოვის გიმნაზიას ეძახდნენ

პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს შენობას ლაზარეთადჯარისკაცების სამკურნალო დაწესებულებადიყენებდნენ.
ნაგებობა 1905 წელს, იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არქიტექტორისალექსანდრ ოზეროვისპროექტით აშენდა. შენობის ფასადს დღემდე შენარჩუნებული აქვს პირვანდელი იერი.
ოზეროვი საქართველოში დაიბადა, რუსი სამხედრო ექიმის ოჯახში. მან დაამთავრა პეტერბურგის სამოქალაქო საინჟინრო ინსტიტუტი და მალევე გახდა იმ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული არქიტექტორი.
ოზეროვის პროექტებით აგებულია არაერთი ისტორიული შენობა, მათ შორის: ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლი წინანდალში, ძმები ფორერების სახლი მიხეილის (დღევანდელ დავით აღმაშენებლის) გამზირზე, თბილისის ფოსტის შენობა იმავე გამზირზე და მრავალი სხვა.

დეტალური ინფორმაცია

ლ. ასათიანის ქ. #28-ში მდებარე შენობა აგებულია 1905 წელს,  თბილისელი არქიტექტორის, ალექსანდრე ოზეროვის მიერ. შენობა აიგო, როგორც კეთილშობილ ქალთა კერძო სკოლა, რომელიც 1888 წელს, მადამ სერპინეს ქალთა კერძო სასაწავლებლის ბაზაზე დაფუძნდა. მოგვიანებით, მას ქალთა გიმნაზია დაერქვა. პანსიონის დამკვეთი გახლდათ იმ პერიოდში ცნობილი მეღვინე, ვაჭარი მ. ანანოვი. ფსევდო-გოთურ სტილში ნაგები შენობა თბილისური არქიტექტურის ერთ-ერთ, ბრწყინვალე მაგალითს წარმოადგენს. შენობის საძირკველი 1903 წლის 23 აპრილს ჩაეყარა, ხოლო საზეიმოდ იკურთხა 1905 წლის 9 იანვარს.