დეტალური ინფორმაცია
როგორც საარქივო მასალიდან, კერძოდ კი საკადასტრო გეგმებიდან ჩანს, ათონელის ქ. N11/23 სა და ვახტანგ ორბელიანის ქ. N3-ში მდებარე ნაკვეთი, (დღევანდელი N 9 და 11 სახლების ადგილი) ორბელიანებს ეკუთვნოდათ. 1897 წელს კი ეს ნაკვეთი უკვე მეორე გილდიის ვაჭარ მოსე მარტირუზოვის მფლობელობაშია. საპროექტო ნაგებობა ათონელისა და ფურცელაძის ქუჩათა კვეთაზე დგას, რომელიც თავისი გააზრებული მდებარეობით მნიშვნელოვან როლს თამაშობს მიკროკვარტლის, კერძოდ კი მის წინ არსებული მცირე მოედნის ფორმირებაში.