საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

დეტალური ინფორმაცია

შენობა მეოცე საუკუნის დასაწყისის პოპულარული ევროპული მოდერნის სტილის (Art Nouveau) არქიტექტურის გამორჩეული და ერთ-ერთი პირველი ნიმუშია რეგიონში.   ის ხასიათდება მაღალმხატვრული ღირებულებით, რაც    არქიტექტურულ კონცეფციაში და ცალკეულ დეტალებშია გამოვლენილი. Art Nouveau- სტილით გაფორმებული ფასადების გარდა, მნიშვნელოვანია მისი ინტერიერი, რომელიც მდიდრულად არის გაფორმებული და წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. შენობის პროექტი,   ცნობილ არქიტექტორს, მიხეილ ოჰანჯანოვს,  ეკუთვნის, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა. პროექტირების და მშენებლობის ბოლო ეტაპზე კი, მას ეხმარებოდნენ არქიტექტორი .კოლჩინი და ინჟინერი .რაზგილდევი.

ფასადზე მხატვრული ნაძერწი ფორმები შეასრულა თბილისურმა ფირმა ნოვაკმა. მშენებლობა ხუთი წელი გრძელდებოდა (1910-1915). თავდაპირველადორსართულიანი იყო, 1959-1960 წლებში კი მესამე სართულიც დაამატეს. წლების განმავლობაში შენობა  ეროვნული ბანკს ეკავა. საქართველოს საგარეო უწყება  აქ 2022 წელს განთავსდა
ნიშანდობლიავია, რომ 2024 წელსშენობის გადამისამართება მოხდა და მას სულხან-საბას . N1 და ლეონიძის  N3-5- სახელი მიენიჭა. სულხან-საბას ქუჩას თავდაპირველად ირაკლის შესახვევი ერქვა (1850-იანი წწ), შემდეგ ,,ფრეილინის (1884.), მერე  ,,საბა-სულხანის (1924.), XX -ის შუა ხანებიდან კი, ,,სულხან-საბას სახელი ეწოდა.
სულხან-საბა ორბელიანი (1658-1725) - დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწე და დიპლომატი, რომელმაც ევროპისკენ გზა ჯერ კიდევ სამი საუკუნის წინ გაკვალა, და რომლის ელჩობამაც ხელი შეუწყო საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის ჩამოყალიბებას საკმაოდ რთულ და წინააღმდეგობრივ ეპოქაში. თანამედროვე საქართველოს ევროპული მისწრაფება სწორედ სულხან-საბა ორბელიანის დიპლომატიური ძალისხმევის ერთგვარი გაგრძელება და შედეგია. დღეს, ქართველი დიპლომატები მის გამოცდილებასა და ევროპულ ფასეულობებზე დაყრდნობით,  ატარებენ რა ჩვენი ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ კურსს, განუხრელად იცავენ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და განამტკიცებენ საქართველოს  რეპუტაციას საერთაშორისო ასპარეზზე.
2017 წელს  შენობას საკონსერვაციო/სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა. ინტერიერის ჭერი მოხატულია ოთხი კომპოზიციის ესკიზით, რომელსაც განსაკუთრებული შინაარსობრივი დატვირთა აქვს. კომპოზიციები ასახავს პირველი ქართველი დიპლომატის სულხან საბა ორბელიანის მოგზაურობას ევროპაში და მის შეხვედრას საფრანგეთის მეფე ლუი XIV-სთან და  ცნობილი ქართველი დიპლომატის, 1629 წელს პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნის გამომცემლის, ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის, (ნიკიფორე ირბახის) მოღვაწეობას .რომში