გუდიაშვილის მოედანი

დეტალური ინფორმაცია

ქვემო კალასა და სოლოლაკის მიჯნაზე მდებარე გუდიაშვილის (ყოფ. ალავერდოვის, შემდეგ აბასაბადის) მოედანი ის ადგილია, სადაც ერთმანეთს ერწყმის შუასაუკუნეებრივი ტფილისის მიხვეულ-მოხვეული ქუჩების ქსელი და XIX-XX საუკუნეთა მიჯნის ურთიერთპერპენდიკულარული ქუჩებით დაქსელილი ურბანული ქსოვილიტერიტორია განსაკუთრებით მდიდარია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული შენობაა გუდიაშვილის მოედანი N2, რომელიც არაერთ ქართველ თუ ტფილისით მოხიბლულ უცხოელ მხატვარს აღუბეჭდავს ტილოზე. XIX საუკუნეში სახლი ეკუთვნოდა იმპერიულ სამხედრო უწყებას. პირველ სართულზე შტაბი იყო, მეორეზეოფიცერთა სასტუმრო. აქ უცხოვრია რუს პოეტს და გვარდიის ოფიცერს, მიხეილ ლერმონტოვს, ვისი სახელიც  მოგვიანებით მოედნის მიმდებარე ქუჩას დაერქვა. საბჭოთა პერიოდში ყოფილი საცხოვრებელი სახლი გაზეთლიტერატურული საქართველოსრედაქციად გადაკეთდა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი შენობის რეაბილიტაცია 2018-2020 წლებში მოხდა.
თბილისის ურბანული არქიტექტურის ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი ნაგებობა ორ ქრონოლოგიურ ფენას მოიცავს (თუმც სახლის სარდაფები კიდევ უფრო ძველია). მისი უფრო ადრეული, მარჯვენა ნაწილი 1830 წელს აშენდა, მარცხენა კი 1850-იან წლებს მიეკუთვნება. საქართველოს ისტორიულ ქალაქთა საერო ხუროთმოძღვრებაში რუსეთიდან ახლადშემოსულ კლასიცისტურ მიდრეკილებებს ადგილობრივი სამშენებლო ტრადიცია და მკაფიოდ ჩამოყალიბებული ესთეტიკა დახვდა, ამიტომაც  შენობა სტილისტურად ქართული, აღმოსავლური და კლასიცისტური არქიტექტურის ელემენტთა ჰარმონიულ ნაზავს წარმოადგენს. მასში თბილისური სახლებისათვის დამახასიათებელი ყველა ელემენტია თავმოყრილი: ცალ მხარესხის ჭვირული აივნით გარშემორტყმული ფასადები, მის მოპირდაპირედკლასიცისტური, ქვით ნათალი სვეტები და ზედ შემოდგმული მუშარაბიანი აივანი ფერადი მინებით, მათ შორისჭიშკრიანი გალავნით ქუჩისგან გამიჯნული ეზო, ხის ელეგანტური სვეტებით, აივნებითა და კიბით, მიწის ქვეშ კი თვით სახლზე უფრო ძველი აგურის კამარებიანი სარდაფები. მხატვრულ-არქიტექტურული ფასეულობით, სივრცით-გეგმარებითი სტრუქტურითა და სიძველით  ნაგებობა ძველი თბილისის ერთ-ერთი უნიკალური ობიექტია.