ბამბის რიგის ქუჩა

დეტალური ინფორმაცია

ბამბის რიგის N7-სა და . გამსახურდიას სანაპირო N6-ში მდებარემანთაშევის რიგებისსახელწოდებით ცნობილი ძველი ქარვასლა თბილისელი მეწარმის, პირველი გილდიის ვაჭრისა და ნავთობის ერთ-ერთი მაგნატის - ალექსანდრე მანთაშევის დაკვეთით აიგო 1903 წელს არქიტექტორ ღაზარ სარქისიანის პროექტის მიხედვით. იქვე, ბამბის რიგში, იყო შადინოვის, შიოევის და ძმები მაილოვების ქარვასლები, ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომმანთაშევის რიგებითავისებურ სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა. ფრიად ორიგინალური და გონებამახვილური სივრცით-გეგმარებითი სტრუქტურის მქონე ნაგებობა ‘’Art Nouveau’’ 
სტილის ორი შენობისაგან შედგება; ორივე მათგანი ქუჩის მრუდ მოხაზულობას მიჰყვება. “მანთაშევის რიგებისერთი მოცულობა ყოფილ არწრუნის ქარვასლას ემიჯნება, მეორე კი ბამბის რიგისა და შარდენის ქუჩის, ყოფილი ბნელი რიგის, გამყოფ ზღუდედ აღიქმება. ფასადებს ძველი დუქნების ღიობები ანაწევრებს, სავაჭრო რიგის მთავარ მხატვრულ აქცენტს კი არწრუნის ქარვასლის მომიჯნავე შენობის ფასადზე ასიმეტრიულად მოთავსებული რიზალიტი წარმოადგენს. რიზალიტის შებრტყელებულთავიანი თაღის თვალშისაცემად მასიურ თავსართს წვეროსანი მამაკაცის სახის გამოსახულებიანი მონუმენტური საჭექი ქვა ამკობს. მეორე სართულის ფართო ნალისებური სარკმლის თავზე  დატანილია შენობის საექსპლიკაციო რუსული წარწერა “МАНТАШЕВСКИЕ РЯДЫ”. 

მანთაშევის რიგებითბილისის ურბანული არქიტექტურის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია, იგი მნიშვნელოვან ქალაქგეგმარებით როლს თამაშობს მოცემული მიკროუბნის ურბანულ ქსოვილში.