ლ. ასათიანის ქ, #17/შალვა დადიანის ქუჩა, #34

დეტალური ინფორმაცია

 ლ. ასათიანის ქ, #17/შალვა დადიანის ქუჩა, #34-ში მდებარე ქალაქის ძველი უბნების კალასა და სოლოლაკის საზღვარზე ნაგები ორსართულიანი შენობა რომელიც XIX საუკუნის შუა  წლებს განეკუთვნება, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს განაშენიანებაში. გარდა აღნიშნული პერიოდისა შენობაში სხვადასხვა ისტორიული დროის სამშენებლო ფენებიც იკვეთება. შეიძლება ვივარაუდოდ, რომ შენობის მომრგვალებული ფორმა განპირობებული იყოს თბილისის ისტორიული გალავნით სადაც მდებარეობდა ერთ ერთი  გოდოლ-ბურჯი, რომელზეც დაფუძნებულია მოგვიანო ნაგებობაც. აღსანიშნავია, მაღალი მხატვრული ღირებულების, ხის შეკიდული მომრვალებული აივანი, რომელიც  თბილისური სახლების  მორთულობის, ტრადიციული ჭვირული დეტალებითაა დამშვენებული.