ყოფილი ოფიცერთა ეკონომიკური საზოგადოების შენობა

cityთბილისი, მარჯანიშვილის ქუჩა N7 gps41.7082422, 44.7950179 status დაკეტილია

ყოფილი ოფიცერთა ეკონომიკური საზოგადოების შენობა

დეტალური ინფორმაცია

მარჯანიშვილის ქუჩაზე #6-ში მდებარე ყოფილი კავკასიის ოფიცერთა ეკონომიკური საზოგადოების, ამჟამინდელი, ,,თიბისი“ ბანკის შენობა კავკასიის ოფიცერთა ეკონომიკური საზოგადოების დაკვეთით XX ს-ის დასაწყისში აშენდა. შენობის არქიტექტორია წარმოშობით პოლონელი ალექსანდრე როგოისკი. როგოისკის გარდაცვალების შემდეგ, მშენებლობა სამხედრო ინჟინრებმა, დენისენკომ და სავიჩ-რიჩგორსკიმ დაასრულეს. შენობა მოდერნის ‘’Art Nouveau’’  არქიტექტურის ერთ-ერთ, გამორჩეულ ნიმუშს წარმოადგენს. ფასადთა და ინტერიერის მორთულობა იტალიელი ა. ანდრეოლეტის ცნობილ სახელოსნოში შესრულდა.
კავკასიის ოფიცერთა ეკონომიკური საზოგადოების შენობა 1913 წლის 30 ივნისს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა და თავისი საუკუნოვანი ისტორიის მიუხედავად, ჩვენამდე თითქმის პირვანდელი სახით მოაღწია. ესაა რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მქონე ოთხსართულიანი ნაგებობა, სარდაფით, სამი გუმბათით, მცირე ზომის შიდა ეზოთი, კარისა და ფანჯრების განიერი ღიობებით და უხვად დეკორირებული ფასადებით. მოდერნის ''Art Nouveau''  სტილის სხვა შენობების მსგავსად, მისი  მდიდრულად მორთული გამორჩეული სახე, თბილისში მოქმედი ხის, ქვისა და ლითონის მხატვრული დამუშავების სახელოსნოებში შესრულდა. თავისი საუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში, შენობამ რამდენჯერმე შეიცვალა ფუნქცია. გასაბჭოების შემდეგ აქ მუშათა კოოპერატივი გაიხსნა. შენობის ცენტრალურ გუმბათზე განთავსებული რუსეთის იმპერიის სიმბოლო – ორთავიანი არწივი გაქრა. რელიეფურ მედალიონში გამოსახული წმ. გიორგის ჯვარი კოოპერაციის სიმბოლომ ჩაანაცვლა. 1934 წლიდან აქ დიდი ხნით თბილისის ცენტრალური უნივერმაღი განთავსდა. დღეს კი მასში "თიბისი" ბანკის სათაო ოფისი ფუქნციონირებს.