მოედანი, თავისუფლების

დეტალური ინფორმაცია

მოედანი, თავისუფლების #4-ში მდებარე ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიული შენობა აგებულია 1824-1929 წლებში. იგი კლასიციზმის მნიშვნელოვანი ნიმუშია და უადრესია თბილისში შემორჩენილ ოფიციალურ ნაგებობებს შორის. თავდაპირველად შენობაში განთავსებული იყო ქალაქის თვითმმართველობის ორგანოები და მას “საქალაქო სახლი” ერქვა. მოგვიანებით აქ კავკასიის არმიის საოლქო შტაბი - "ამიერკავკასიის სამხრეთ ოლქის ჯარების შტაბი" - განთავსდა, საბჭოთა პერიოდში კი სამხედრო პროკურატურა იყო დაბინავებული. 1972 წლიდან შენობაში ფუნქციონირებდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტი „საქშახტპროექტი“. ამჟამად შენობა ბიზნეს ცენტრის ტიპისაა და ძირითადად საოფისე ფართების იჯარით გაქირავებისათვის გამოიყენება.
მსხვილმასშტაბიანი და მკაცრად სიმეტრიული სამსართულიანი რუხი ფერის ნაგებობა ადრეული რუსული კლასიციზმის ნიმუშია.  მოედანზე გამომავალი ფასადის მთავარ მოტივს ნაგებობის სიბრტყეში ჩაძირული ორსართულად განლაგებული პორტიკი ქმნის. პირველი სართულის კლასიციზმისთვის სახასიათო ნახევარწრიულ თაღედს აგრძელებს მეორე და მესამე სართულის პორტიკი, რომელიც ექვსი იონური გიგანტური ორდერის ტოსკანური სვეტებით იქმნება. კომპოზიციას ამთავრებს არა ჩვეული ფრონტონი, არამედ პარაპეტს ამოფარებული კოშკი, რომელსაც ოთხივე მხარეს საათისთვის განკუთვნილი ღიობი აქვს. კოშკზე საათი 1829 წელს დაამონტაჟეს. საათის კოშკი დღემდე შემორჩეილია შენობაზე (საათის გარეშე).

ყველაზე ნახვადი ღირსშესანიშნაობები