თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია

დეტალური ინფორმაცია

გრიბოედოვის ქ-ზე #8-10-ში მდებარე ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, ყოფილი, მუსიკალური სასწავლებლის შენობა 1901 - 1904 წლებში, პოლონელი არქიტექტორის, ალექსანდრე შიმკევიჩის პროექტით აიგო. 1917 წლიდან სამუსიკო სასწავლებლის შენობაში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამ დაიდო ბინა. ნაგებობა ეკლექტური სტილისაა, გეგმაში კუთხისებრია. შენობა აგებულია აგურით და დაფარულია დეკორატიული ნალესობით. 
მთავარი ფასადის გაფორმებაში რენესანსულ-ბაროკული არქიტექტურის ელემენტებია გამოყენებული - მაღალი პილასტრები კორინთული ორდერით, რომლებიც ნაგებობის ორ სართულს აერთიანებს, სარკმლის სამკუთხა ფრონტონები, დეკორატიული კარნიზი. 
შენობის მთავარი ფასადი, რომელიც გრიბოედოვის ქუჩაზე გამოდის სისადავით და მონუმენტურობით გამოირჩევა.