სახელმწიფო ბანკის კანტორის შენობა

დეტალური ინფორმაცია

ფურცელაძის #12გუდიაშვილის(ყოფილი კცხოველის )#7-ში მდებარე,სახელმწიფო ბანკის კანტორის შენობა, თბილისური მოდერნული არქიტექტურის ერთ-ერთ გამორჩეული ნიმუშთაგანია. ძალზედ საინტერესო საერთო მოცულობის, მასების გადანაწილებისა და შენობის ფუქნციურ-გეგმარებითი ჰარმონიის არქიტექტურული გადაწყვეტით.  მისი მხატვრული გამომსახველობა, გამორჩეულ არქიტექტურულ გემოვნებასა და ტაქტზე მეტყველებს.
საგულისხმოა ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზეც სახელმწიფო ბანკის კანტორა იყო განთავსებული, საკმაოდ დიდ პერიმეტრზე იშლებოდა. ის ფაქტობრივად ლორის მელიქოვის ქუჩიდან იწყებოდა და ბარონის ქუჩის მარცხენა ფლანგის შუაწელამდე გრძელდებოდა. სახელმწიფო ბანკის კანტორის შენობა, თბილისური მოდერნული ‘’Art Nouveau’’-ს არქიტექტურის ერთ-ერთ გამორჩეული ნიმუშთაგანია. 
ამჟამინდელი ბიბლიოთეკის შენობაში განთავსებული იყო საკუთრივ ბანკი, ხოლო ბარონის ქუჩის ხმარეს, მომიჯნავედ არსებულ ნაგებობას კი ბანკის მომსახურეთათვის საცხოვრებელი სახლის ფუნქცია ჰქონდა. ორი შენობა გაერთიანებული იყო ერთი, საკმაოდ დიდი ზომის შიდა ეზოთი ისე, რომ ფაქტობრივადგუდიაშვილის თანამშრომლებსა და მომსახურე პერსონალს ეზოს გავლით შეეძლოთ ბანკში შესვლა. აღნიშნული ორი შენობის ფუქნციურ გეგმარებითი გადაწყვეტა, ორგანულად იყო დაკავშირებული ერთმანეთთან, მაგალითად საცხოვრებელი სივრცეები, რომელიც ქუჩის მხარეს გამოდიოდა, მეორე და მესამე სართულზე დერეფნის საშუალებით გადიოდა უშუალოდ ბანკის შენობაში. ასეთი მორგებული, ადაპტირებული და კომფორტული სისტემა ბანკის ხელმძღვანელთათვის იყო შექმნილი - სამივე სართულზე ბანკის დირექტორი, და მისი მოადგილეები  ოჯახებით ცხოვრობდნენ. შენობის უკანა ფლიგელები კი რომლებიც შიდა ეზოსკენ იხსნებოდნენ, უშუალოდ ბანკის მომსახურე პერსონალთათვის იყო გათვალისწინებული. შენობის მეორე სართულზე ბანკის დირექტორი იასონ ლორთქიფანიძე ცხოვრობდა, რომლის ბინიდანაც სამუშაო კაბინეტში ყოფილა გასასვლელი. შენობა გამორჩეულია არამხოლოდ ეზოსა და ქუჩის ფასადებით, არამედ ინტერიერითაც, მასში არსებული ავეჯიც, რომელიც დღემდეა შემორჩენილი საგანგებო დაკვეთით ყოფილა დამზადებული.