საჯარო სკოლა

ამბობენ

ამ შენობაში, 1830 წელს, თბილისში პირველი გიმნაზია გაიხსნა. 20 წლის განმავლობაში ეს სასწავლებელი ვაჟთა ერთადერთი საერო საშუალო სასწავლებელი იყო საქართველოში და ათეული წლების განმავლობაშიამიერკავკასიაშიც კი.

ამ ევროპული ტიპის გიმნაზიასთან ფუნქციონირებდა პანსიონი, სადაც თავდაპირველად 40 მოსწავლე ირიცხებოდააქედან 30 ქართველი თავადაზნაურის შვილი, მათ შორის ნიკოლოზ ბარათაშვილიც. სასწავლებლის დირექცია ხელმოკლე და ობოლ მოსწავლეებზე ზრუნავდა და ზაფხულობით ისინი დასასვენებლადაც კი გაჰყავდათ მანგლისში.

სხვა სასწავლებლებთან შედარებით, აქ განათლების ხარისხი საგრძნობლად მაღალი იყო. მე-19 საუკუნის 90-იან წლებში თითქმის ყველა კურსდამთავრებული უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა.

სასწავლებელი შვიდკლასიანი იყო; პირველი კლასი მოსამზადებლად ითვლებოდა. აქ ისწავლებოდა საღვთო სჯული, ქართული, თათრული, გერმანული და ფრანგული ენები, მათემატიკა, ფიზიკა, ისტორია, რუსული ენა და ლიტერატურა, ლოგიკა, გეოგრაფია, სტატისტიკა, სუფთა წერა, ხატვა, ხაზვა და რუსული სამართალმცოდნეობა.

ქართულის სწავლა სავალდებულო იყო ყველა მოსწავლისთვის.

გიმნაზია აღჭურვილი იყო საუკეთესო ბიბლიოთეკით და ევროპული სტანდარტების საკლასო ოთახებით. ეს იყო ერთადერთი დაწესებულება, რომელსაც ლაიფციგის წიგნის ბაზართან ჰქონდა პირდაპირი კავშირი და ანტიკური ლიტერატურით მარაგდებოდა. აქ ფუნქციონირებდა ამიერკავკასიის პირველი მეტეოროლოგიური ობსერვატორია.

გიმნაზიის დარბაზი განსაკუთრებული სივრცე იყო, სადაც დილაობით ლოცვა ტარდებოდა.  აქვე იყო ასაწყობი სცენა, რომელსაც  ღდგენილი ქართული თეატრის ისტორიის პირველი დღეები უკავშირდება.1850 . გიმნაზიის სცენაზე პირველად დაიდგა ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლისგიორგი ერისთავის - პიესაგაყრა“. .გიმნაზიას საკუთარი ორკესტრიც ჰყავდა.

 

1905 წლის 22 ოქტომბერი გიმნაზიის ისტორიაში ტრაგიკული დღედ იქცა. ქვეყანაში პოლიტიკური არეულობის დროს, ჯარისკაცებმა უმოწყალოდ ჩახოცეს მოსწავლეები და დაარბიეს შენობა. ამ დღესვე დაგეგმილი იყო გიმნაზიის აფეთქება, თუმცა იმდროინდელმა დირექტორმა, ივანე გამყრელიძემ, სასწავლებლის დაცვა შეძლო.

1924 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, გიმნაზიას სახელი შეეცვალა და ის საცდელ-საჩვენებელ სკოლად გადაკეთდა.

მე-20 საუკუნის 90-იან წლებში, სამოქალაქო ომის დროს, გიმნაზიის ისტორიული შენობა დაიწვა და უამრავი უნიკალური ნივთი განადგურდა.

1995 წლის 1 სექტემბერს, შენობა საზეიმოდ აღდგა.

 

 

დეტალური ინფორმაცია

პირველი კლასიკური გიმნაზია
პირველი კლასიკური გიმნაზიის მშენებლობა, დაიწყო 1830-იან წლებში, რომელსაც საარქივო მასალებით ვგებულობთ. როგორც ჩანს შენობის რეკონსტრუქცია არაერთგზის მოხდა. პირველი რეკონსტრუქცია 1860-61 წლებში, არქიტექტორ ეფიანჯევის მიერ მოხდა, ხოლო საფუძვლიანი  რეკონსტრუქცია განხორციელდა ოდნავ მოგვიანებით, 1870-1873 წლებში, გერმანელი არქიტექტორის, ოტო იაკობ სიმონსონის მიერ, სწორედ ამ დროს მიიღო შენობამ  კლასიცისტურ ნეობაროკული სახე. 1872 წელს, გიმნაზიის ეზოს მოსაწყობად, მებაღე კარლ შარერი მოიწვიეს. 1880-იან წლებში კი უკვე ნაგებობის სარემონტო სამუშაოების ხელმძღვანელი ლ. ბილფერდია.