დავით აღმაშენებლის გამზირი

ამბობენ

ეს ლამაზი შენობა ერთ-ერთ ცნობილ ვაჭარსა და კომერსანტს, ავეტიკ გუკასიანს ეკუთვნოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბაქოსა და სტამბოლში მას არაერთი ულამაზესი სასახლე ჰქონდა, ცოლ-შვილის თბილისში შედარებით პატარა, მაგრამ ძალიან ლამაზი  სახლი  აუშენა.

სახლს წინ დიდი ეზო ჰქონდა, რომელიც ინგლისური ბაღის პრინციპით იყო გაშენებული და პატარა სამოთხეს ჰგავდა. ეზოს შუაგულში აუზი იყო, რომლის ცენტრშიც ბიჭუნას ქანდაკება იდგა.ალაყაფის რკინის კარს ორი უზარმაზარი, ბრინჯაოს ლომი დარაჯობდა. ის ცნობილი ლომები შემდგომში ზოოპარკის შესასვლელში დააბრძანესსახლისა და პროსპექტის რეაბილიტაციის შემდეგ, მათ ადგილზე შედარებით მინიატურული ლომები ჩამოასხეს.

სახლს უკან  იყო თავლები იყო აშენებული  საუკეთესო ჯიშის ცხენებისთვის. გუკასიანები ოჯახით ხშირად საკუთარი  ფაეტონებით ჩნდებოდნენ ქალაქში გამართულ დარბაზობებზე, რაც იმდროინდელ თბილისელებში დიდ ინტერესსა და მოწონებას იწვევდა.

ავეტიკ გუკასიანს ჰყავდა მეუღლე, ანა, და ქალიშვილი, თამარიორივე უზომოდ უყვარდა და ხშირად ანებივრებდა.ამ  სახლის მშენებლობა 1888 წელს დაიწყო და საუკუნის მიწურულს დასრულდა. თუმცა, თავად გუკასიანმა იქ დიდხანს ვერ იცხოვრაის 1902 წელს გარდაიცვალა.

მისი სიკვდილის შემდეგ, ანასა და თამარს დიდი ქონება დარჩათ. რადგან ძალიან უყვარდათ ეს თბილისური სახლი, სიცოცხლის ბოლომდე აქ ცხოვრობდნენ. სამწუხაროდ, 1914 წელს დედა-შვილი იმ დროს გავრცელებულმა მძიმე გრიპმა, .. „ისპანკამ“, იმსხვერპლა. ისინი ოჯახის უფროსის , ავეტიკ გუკასიანის . გვერდით დაკრძალეს დღევანდელ კოლმეურნეობის მოედანზე.

გუკასიანების ეს ლამაზი სახლი, როგორც ამბობენ, მოგვიანებით ავეტიკის ძმიშვილის, ანა მადათოვას მფლობელობაში გადავიდა. სწორედ იმ ანა მადათოვას, რომელიც ჭონქაძის ქუჩის №4-ში მდებარე ცნობილდამალულ სახლსფლობდა.

 

დეტალური ინფორმაცია

დავით აღმაშენებლის გამზირის #149 მდებარე საცხოვრებელ სახლი აშენებულია 1881 წ. მას საფუძვლად დაედო პ. შტერნის მიერ შედგენილი პროექტი. აგურით ნაგები სახლი ორსართულიანია, გეგმით ის კვადრატს უახლოვდება. მისის ცენტრალური ნაწილი (გამზირის მხარეს) გამოწულია დაახლოებით 1.5 მ-ით და კუთხეები მომრგვალებული აქვს. ამ ნაწილის მარცხენა და მარჯვენა კიდეებში კარებია. სავარაუდოდ მარჯვენა კარი პარადული შესასვლელი უნდა იყოს, მაგრამ მრავალწლიანი გადაკეთებების გამო, დღესდღეობით მხოლოდ ორ ოჯახს ემსახურება. ამ კარის წინ ოთხ მრგვალტანიან, იონური კაპიტელებით სემკული სვეტების თავზე ვერანდაა მოწყობილი. სვეტები მაღალ კვარცხლბეკებზე დგას და დამუშავებულია ბუნებრივი ქვის იმიტაციის მხატვრული ღებვით. მათ თვაზე მაღალი არქიტრავია და ასევე მაღალი პროფილირებული კარნიზი. ვერანდაზე, კუთხეებში თითო-თითო ტუმბოა და მათ შორის ბალუსტრადა. ტუმბოების თავზე დეკორატიული ლარნაკებია. I სართულის ცოკოლი ბაზალტის მასიური, უხეშად დამუშავებული ქვებითაა მოპირკეთებული და მისი ვერტიკალური სიბრტყე დაცერავებულია. ამ გამოწეულ ნაწილს I სართულზე აქვს სამი ფანჯარა ცენტრში და ორი კარი კიდეებზე. II სართულზე _ სამი უფრო ფართო ღიობია. მათგან ორს წინ ე.წ. "ფრანგული" აივანი აქვს (ბადისებრი მოაჯირებით), მესამე კი ვერანდაზე გამოდის. მთავარი ფასადის შეწეულ ნაწილებში, მარცხნივ ეზოში გასასვლელი გვირაბია, ხოლო მარჯვნივ _ სადარბაზო. სადარბაზოს ხის ორფრთიანი კარი და ხის ორმარშიანი კიბე აქვს. შენობის მხატვრული სახის შექმნაში წამყვან როლს თამაშობს აგურის და ქვის შერეული წყობა. აგურითაა გამოყვანილი მაღალი კბილანებიანი კარნიზები, რომლებიც სართულების საზღვარს მონიშნავს. ასევე აგურისაა უფრო მაღალი და რთულად დამუშავებული კარნიზი მეორე სართულის თავზე. მთავარი ფასადის იშვიათი და ძალიან გამომსახველი ელემენტია ხის ჭვირული დეტალები ღიობების ზედა ნაწილებზე. ორივე სართულის ხის თავსართები ერთმანეთისგან განსხვავდება როგორც ნახატით, ისე ფორმით და გაბარიტებით. სახლის კიდევ ერთი სახასიათო ელემენტია სახურავი. მთავარი ფასადის ცენტრალური ნაწილის თავზე მაღალი კედლის შუბლია შიგ დატანებული სარკმლებით, რომელიც სხვენს ესაზღვრება. ამ კედლის თავზე სახურავს დიდი ნაშვერი აქვს, რომელიც ხის დეკორატიულ კრონშტეინებს ეყრდნობა. სახურავის ძირზე და სხვენის კედლის სიბრტყეზე სადა მხატვრობაა სტილიზებული მცენარეული მოტივებით. მთავარი ფასადი, ისევე როგორც თავად სახლი, გამოირჩევა მაღალი მხატვრულ-არქიტექტურული დამუშავებით. ფერთა სახასიათო შეხამებით - ნაცრისფერი (ქვის), ტერაცოტა (აგურის), მწვანე (ხის ელემენტები) და თეთრი (ლითონი და ბალუსტრადა). ყურადღების ღირსია ინტერიერში შემორჩენილი, შენობის თანადროული კედლის მოპირკეთება და კარნიზები. ეზოს ფასადი დღეის მდგომარეობით არაფრით არ გამოირჩევა, იმდენადაა სახეცვლილი - დამეტებულია ხის კიბეები და ფასადის ნაწილები ამოშენებულია. ეზოს მხარეს შენობას აივნები ჰქონდა, რომელთაც თავდაპირველი სახე დაკარგული აქვს, გადაკეთებულია შუშაბანდებად. მიუხედავად ამისა, შუშაბანდის ნაწილზე შემორჩენილია ჭვირული მოაჯირები. გვერდით ფასადზე (#151-ის მხარეს), II სართულზე არის თანამედროვე, მსუბუქი კონსტრუქციებით აწყობილი მინაშენი. მთავარი ფასადის წინ, ეზოში არის შადრევანი შუაში ბიჭის ქანდაკებით, რომელსაც ხელში თევზი უჭირავს. ეს შადრევანი აღდგა მობინადრის მიერ მოწოდებული ძველი ფოტოს მიხედვით. სახლის ძირითად ნაწილზე ჩატარებულია სარესტავრაციო და გამაგრებითი სამუშაოები. შენობა წარმოადგენს XIX ს-ნის ბოლოს აგებული შენობის ღირებულ ნიმუშს, რომელსაც არსებითი წვლილი შეაქვს დავით აღმაშენებლის პროსპექტის მხატვრულ-ისტორიული სახის შექმნაში. შენობის განუყოფელი ნაწილია მის წინ, პროსპექტზე არსებული ერთგვარი პარადული შესასვლელი, რომელიც სიმეტრიულად განლაგებული ორი მომცრო ფლიგელისაგან შედგება.