გიორგი მაზნიაშვილის ქუჩა

ამბობენ

სახლის მეპატრონე, ბარბარე ჩოლოყაშვილი, იმ დროის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და აქტიურ ქალად ითვლებოდა. მას ყველა "პრელესტ ბაბალედ" იცნობდაეს სახელი მას საქართველოში მყოფმა რუსეთის იმპერატორმა, ალექსანდრე მესამემ შეარქვა.

ამბობენ, რომ თიანეთში მოგზაურობის დროს ბარბარემ იმპერატორს ურჩია, ხინკალი ხელით ეჭამა და არა ჩანგლით. ალექსანდრე მესამემ რჩევა გაითვალისწინა და აღფრთოვანებულმა წამოიძახა: პრელესტ ბაბალე!“რაც ქართულად შეიძლება ითარგმნოს როგორცსაოცარი ბარბარეანმშვენიერი ბარბარე“.

მას შემდეგ ბარბარე ჩოლოყაშვილი-ბარათაშვილს ყველა სწორედ ამ სახელით მოიხსენიებდა.

ბარბარეს პორტრეტები გვხვდება მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარსა და მეოცე საუკუნის დასაწყისში გადაღებულ ფოტოებზე. ეს ფოტოები ასახავს ილია ჭავჭავაძის მიერ გამართულ ლხინს, სხვადასხვა საზოგადოებრივ შეხვედრებსა და მაღალი საზოგადოების თავყრილობებს. ისინი ისტორიულად მნიშვნელოვან და უნიკალურ ვიზუალურ მასალად მიიჩნევა.

როგორც ამბობენ, ბარბარეს ძალიან კარგი გემოვნება ჰქონიაიგი თითქმის ყველა ფოტოზე სხვადასხვა მოდელისა და ფერის, ლამაზი აქსესუარებით მორთულ კაბებშია გამოწყობილი.

 

 

დეტალური ინფორმაცია

მაზნიაშვილის ქ.# 9-ში მდებარე ისტორიული სახლი,  აშენებულია XIX საუკუნის ბოლოს, თავად ბარბარე ჩოლოყაშვილი-ბარათაშვილის დაკვეთით. ბარბარე ბარათაშვილი, საზოგადო მოღვაწე, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი და ძალზედ ცნობილი ქალბატონი გახლდათ. ბარბარე ბარათაშვილი იმპერატორ ალექსანდრესაც  კი სტუმრობდა. სწორედ იმპერატორმა შეარქვა მას „პრელესტ ბაბალე“ .ფსევდო მავრიტანულ  არიტექტურულ სტილში აგებული საცხოვრებელი სახლი  XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში ნამდვილ კულტურის კერას წარმოადგენდა. აქ გამართულ სადღესასწაულო შეხვედრებს  არამხოლოდ ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლები, არამედ საქართველოში ჩამოსული სტუმრებიც ესწრებოდნენ. მათ შორის განსაკუთრებით  აღსანიშნავია დანიის დედოფალი მარგარეტ II.