მერაბ კოსტავას ქუჩა

დეტალური ინფორმაცია

. კოსტავას N14-ში მდებარე  მსხვილმასშტაბიანი ნაგებობა 1961 წელს არქიტექტორების, დავით მოსეშვილისა და ილია ტარასაშვილის პროექტით აშენდა, როგორცბეჭდვითი სიტყვის კომბინატი”. საბჭოთა პერიოდში აქ ბინა ედო გაზეთებისკომუნისტისადასამშობლოსრედაქციების, დღეს კი  ამ შენობაში თანამედროვე ფეშენებელური სასტუმროსტამბაა”, რომელსაც  ინტერიერის საინტერესო დიზაინი გამოარჩევს. მნიშვნელოვანია, რომ რეკონსტრუქციის შემდეგ განახლებული შენობის ფასადი თავის პირველად, ისტორიულ სახეს ინარჩუნებს, შენახულია აქ დაცული ძველი საბეჭდი დანადგარებიც.
ექვსსართულიან მოცულობით შენობას მთელი კვარტალი უჭირავს და როგორცამბიციურისაბჭოთა არქიტექტურისათვისაა დამახასიათებელი, მკაფიო აქცენტს ქმნის არსებულ განაშენიანებაში და თითქოს მიზანმიმართულად თამაშობს დომინანტის როლს. ქუჩის წითელი ხაზის გასწვრივ განვითარებული შენობის ფართო ღიობებით რიტმულად დანაწევრებული სწორკუთხა მოცულობა ხაზგასმით სიმეტრიული, ერთფეროვანი დაუნიფიცირებულია”, რაც ავტორთა მხრიდან ინდუსტრიული არქიტექტურის მხატვრულ-არქიტექტურულ სახესთან მიმსგავსების სურვილზე  მიუთითებსშენობა თბილისის საბჭოთა  მოდერნისტული  არქიტექტურის ერთ-ერთი საინტერესო ნიმუშია