დავით აღმაშენებლის გამზირი

ამბობენ

მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა მწერალმა, ლევ ტოლსტოიმ, სწორედ ამ სახლში დაწერა თავისი პირველი მოთხრობა — „ბავშვობა“, რომელიც
მოგვიანებით  ცნობილი ავტობიოგრაფიული ტრილოგიის ნაწილად იქცა.

ის თბილისში 1852 წლის 1 იანვარს ჩამოვიდა და ამ შენობაში ორი ოთახი თვეში 5 მანეთად იქირავა. სახლს ჰქონდა აივანი, რომელიც ქუჩიდან არ ჩანდა და შიდა ეზოს გადაჰყურებდა. აივანზე მოხვედრა მხოლოდ სადარბაზოს გავლით იყო შესაძლებელი.
ტოლსტოი თბილისში ჩამოსვლისთანავე ავად გამხდარა და მთელი სამი კვირა ლოგინში გაუტარებიაციებ-ცხელებით გაწამებულს. მაშინ გაუცნია ადგილობრივი აფთიაქარი, რომელთანაც დამეგობრებულა.

იმ დროს თბილისის ეს ნაწილი ჯერ კიდევ არ ითვლებოდა ქალაქის ცენტრად, თუმცა, როგორც ამბობენ, აქ ცხოვრება ჩქეფდადადიოდნენ ეკიპაჟები, მუშტაიდის ბაღისკენ მიემართებოდნენ მხიარული ქალაქელები.

ტფილისი ფრიად ცივილიზებული ქალაქიაპეტერბურგს ჰბაძავს და გამოსდის კიდეც, რჩეული, ხალხმრავალი საზოგადოებით. აქ არის რუსული თეატრი და იტალიური ოპერა, რომელშიც დავდივარ, როცა ჩემი მწირი სახსრები ამის საშუალებას მაძლევსო,“ — წერდა ტოლსტოი დედას.

იმ დროს ლევ ტოლსტოი თბილისში საცხოვრებლად გადმოსვლაზეც კი ფიქრობდა. ის დეიდას ერთ-ერთ წერილში წერდა:
გადავწყვიტე კავკასიაში დარჩენა. არ ვიცისამხედრო, თუ სამოქალაქო სამსახურში, თავად ვორონცოვთან.“
მწერალმა თბილისი 5 თვის შემდეგ მაინც დატოვა, თუმცა, როგორც ამბობენ, გამუდმებით იხსენებდა ამ ქალაქს.

თბილისში ჩამოსული ჯერ კიდევ ყველასთვის უცნობი 23 წლის ტოლსტოი სამშობლოში — 1852 წლის მარტშიუკვე ჩამოყალიბებული მწერალი დაბრუნდა.

დეტალური ინფორმაცია

დავით აღმაშენებლის გამზ. N52-ში მდებარე შენობა გამორჩეულია, როგორც მხატვრულ-არქიტექტურული, ისე მემორიალური მნიშვნელობით. ამ სახლში 1851-1852 წლებში, ხუთი თვის განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა ცნობილი რუსი მწერალი ლევ ტოლსტოი; ხოლო 1892-1893 წლებში დროგამოშვებით ცხოვრობდა ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ეგნატე ნინოშვილი.
ორსართულიანი ნაგებობა თბილისის ურბანულ ქსოვილში არსებული არქიტექტურული ეკლექტიზმის საკმაოდ ადრეულ ნიმუშს წარმოადგენს; იგი XIX საუკუნის შუა ხნით თარიღდება და ისლამური არქიტექტურისათვის დამახასიათებელი მოტივებით შექმნილ, ეკლექტიკური მიდრეკილებების კლასიცისტურ ფასადს გვთავაზობს. საფასადო გადაწყვეტა მწყობრ, მკაფიოდ დანაწევრებულ კომპოზიციას ქმნის. საკმაოდ მასშტაბური აივანი სრულად იკავებს მეორე სართულის ცენტრალურ არეს და ჩამოყალიბებული, არქიტექტურულად გამართული კომპოზიციით იქცევს ყურადღებას. განსხვავებული კონფიგურაციის ღიობები ისლამური არქიტექტურისათვის დამახასიათებელი მოტივებით არის გადაწყვეტილი, კერძოდ, მეორე სართულის მსუბუქად შეისრულ სარკმლებს, პირველი სართულის ნალისებრ თაღებში გამოყვანილი შეწყვილებული სარკმლები ცვლის, მათ თავზე კი სართულშუა გამყოფად კილისებრი დეკორატიული თაღედია განთავსებული.    
სახლს ორი შესასვლელი აქვს, ქუჩის მხირდან - შენობის მარცხენა კიდეში მოქცეული, კორპუსზე მიდგმული სადარბაზო უჯრედი და გალავნიანი ჭიშკარი მის მეზობლად. ძველთბილისური ტრადიციის მსგავსად, ეზოს მხრიდან თავდაპირველად შენობას ხის აივნებით გახსნილი შიდა ეზო ჰქონდა; დღესდღეობით მხოლოდ მისი ნაწილია შემორჩენილი.დავით აღმაშენებლის გამზირის N 52-ში მდებარე შენობა XIX საუკუნის შუახანების ძველთბილისური საცხოვრებელი სახლის დამახასიათებელი და, ამავდროულად, ეკლექტიკური სინთეზის ადრეული და უნიკალური ნიმუშია.