დეტალური ინფორმაცია
დავით აღმაშენებლის გამზ. N79-ში მდებარე შენობა, პოლონელი არქიტექტორის, ალექსანდრე შიმკევიჩის, მიერ 1901 წელს აშენდა. შენობის დამკვეთი, თბილისში მოზაიკური სახელოსნოს დამფუძნებელი, იტალიელი ა. ანდრეოლეტია. შენობა სტილისტურად რენესანსულ-ბაროკალურ ყაიდაზეა ნაგები და ტექნიკური შესრულების უმაღლესი ხარისხით გამოირჩევა. ამჟამად, იქ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოა განთავსებული.