დეტალური ინფორმაცია
რუსთაველის გამზ. 3/10-ში მდებარე პირველი კლასიკური გიმნაზიის მშენებლობა, როგორც საარქივო მასალებიდან ვგებულობთ 1830-იან წლებში დაწყებულა. შენობას რეკონსტრუქცია არაერთგზის ჩაუტარდა. პირველი საფუძვლიანი რეკონსტრუქცია, 1860-1861 წლებში არქიტექტორ ეფიანჯევმა ჩაატარა, ოდნავ მოგვიანებით კი 1870-1873 წლებში გერმანელი არქიტექტორის ოტო იაკობ სიმონსონის მიერ განხორციელდა. სწორედ ამ დროს მიიღო შენობამ კლასიცისტურ - ნეობაროკული სახე. 1872 წელს, გიმნაზიის ეზოს მოსაწყობად, მებაღე კარლ შარერი მოიწვიეს. 1880-იან წლებში ნაგებობის სარემონტო სამუშაოების ხელმძღვანელი ლეოპოლდ ბილფელდი ყოფილა.