დავით აღმაშენებლის გამზირი

დეტალური ინფორმაცია

დავით აღმაშენებლის გამზ .N 133 და კარგარეთელის .N11 გადაკვეთაზე მდგარი მოდერნის    ‘’Art Nouveau’’ სტილის ორსართულიანი  სახლი 1908 წელს აიგო. ლათინური ასო U- ფორმის შენობას საკმაოდ დიდი ტერიტორია უჭირავს, ყველა მხრიდან თანაბრად  მოჩანს და დომინანტის როლს თამაშობს. სახლი უთუოდ მნიშვნელოვანია ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისითაც, მით უფრო, რომ  მოდერნის სტილის‘’Art  Nouveau’’ უხვადდეკორირებული ფასადები მაშინვე იქცევს ყურადღებას ამ  სტილისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული ელემენტებითა და ნაირ-ნაირი  მცენარეული მოტივებით დატვირთული პლასტიკური დეკორი არსებით როლს თამაშობს გამზირის ამ მონაკვეთის მხატვრული სახის ჩამოყალიბებაში
2010-იან წლებში შენობას დააშენეს თანამედროვე არქიტექტურული სტილის  ორი სართული, რამაც, სამწუხაროდ, დაამცრო და დაჯაბნა ისტორიული ნაგებობა, საგრძნობლად შეუცვალა მას პროპორცია და დაუკარგა გამომსახველობა.