დეტალური ინფორმაცია
პირველი კლასიკური გიმნაზია
პირველი კლასიკური გიმნაზიის მშენებლობა, დაიწყო 1830-იან წლებში, რომელსაც საარქივო მასალებით ვგებულობთ. როგორც ჩანს შენობის რეკონსტრუქცია არაერთგზის მოხდა. პირველი რეკონსტრუქცია 1860-61 წლებში, არქიტექტორ ეფიანჯევის მიერ მოხდა, ხოლო საფუძვლიანი რეკონსტრუქცია განხორციელდა ოდნავ მოგვიანებით, 1870-1873 წლებში, გერმანელი არქიტექტორის, ოტო იაკობ სიმონსონის მიერ, სწორედ ამ დროს მიიღო შენობამ კლასიცისტურ ნეობაროკული სახე. 1872 წელს, გიმნაზიის ეზოს მოსაწყობად, მებაღე კარლ შარერი მოიწვიეს. 1880-იან წლებში კი უკვე ნაგებობის სარემონტო სამუშაოების ხელმძღვანელი ლ. ბილფერდია.