ძველი კინო თეატრი აპოლო

დეტალური ინფორმაცია

დავით აღმაშენებლის გამზ. N135სა და ია კარგარეთელის N10 -ში მდებარე  კინოთეატრაპოლო“- შენობა მოდერნული - Art Nouveau  არქიტექტურის გამორჩეული ნიმუშია. მისი თავდაპირველი მფლობელი გერმანელი ყოფილა. ცნობილია, რომ შენობის მხატვრული გაფორმება დამკვეთს მოქანდაკე, კარლ ვილსისთვის და რეიშის ფორმის ოსტატებისთვის შეუკვეთავს. მოგვიანებით, სკულპტურული სამუშაოები . ნოვაკს და მოქანდაკე, კარლ სოუჩეკს შეუსრულებიათ. სინემატოგრაფი ან, როგორც მაშინ უწოდებდნენ კინოთეატრებს – „ელექტრონული კინოთეატრი“, თბილისში პირველად XX საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა. კინო იმ დროის უდიდეს გამოგონებად ითვლებოდა და ძმები ლუმიერების მიერ შექმნილმა ნოუ-ჰაუმ მალევე მოიპოვა პოპულარობა თბილისის მაცხოვრებლებს შორის. პირველი კინოჩვენება  1896 წლის 16 ნოემბერს გამართულასათავადაზნაურო თეატრში,” სასახლის ქუჩაზე. იმ დროის თბილისური გაზეთიცნობის ფურცელიიუწყებოდა, რომ კინოჩვენება საღამოს 8 საათზე იწყებოდა და ბილეთის ფასი საკმაოდ ძვირი იყო. 1904 წლისთვის თბილისში რამდენიმე კინოთეატრი ფუნქციონირებდა: „ილუზიონიმუშტაიდის ბაღში, „სკიფიდაურანი”. იმ პერიოდში ქართული კინო ჯერ კიდევ პირველ ნაბიჯებს დგამდა და ეკრანებზე ძირითადად ფრანგულ ფილმებს უჩვენებდნენ თბილისელ კინომანებს. 1915 წლისთვის თბილისში რვა ელექტრონული კინოთეატრი ფუნქციონირებდა: ერთიგოლოვინის (ამჟამინდელ რუსთაველის) გამზირზე, დანარჩენი შვიდი კიმიხაილოვის, ამჟამინდელ აღმაშენებლის გამზირზე. გოლოვინის პროსპექტზე მდებარე კინოთეატრიარფასტოსსახელით იყო ცნობილი და მისი ისტორია ცნობილ სომეხ მეცენატსა და მრეწველს მიქაელ არამიანცს უკავშირდება. კინოთეატრიარფასტოამჟამინდელი თეატრალური უნივერსიტეტის შენობაში იყო გახსნილი.
1915 წლით არის დათარიღებული შვიდი კინოთეატრის არსებობა მიხეილის პროსპექტზე: „სატურნი”, „მოდერნი”, „ლირა”, „ოდეონი”, „მულენ-ელექტრიკი”, „მულენ-ელექტრიკისსაზაფხულო დარბაზი და, სავარაუდოდ, თბილისის ყველაზე ცნობილი კინოთეატრი – „აპოლო”. გავრცელებული ცნობის თანახმად, „აპოლოპირველი ელექტრონული კინოთეატრი იყო თბილისში, რომელიც 1909 წლის 12 აპრილს გაიხსნა მიხეილის პროსპექტზე. შენობა მოდერნის სტილში აშენდა  მსოფლიოში ამ სტილით აგებული სულ რამდენიმე კინოთეატრი არსებობს. ის იყო იმ დროის ევროპაში და, კერძოდ, რუსეთის იმპერიაში, ერთ-ერთი უდიდესი კინოთეატრი. მოდერნის მრავალ ნიშანს შეიცავდა ნაგებობის ინტერიერიც
არსებობს ვერსია, რომაპოლოსპროექტი იმ დროის ცნობილ თბილისელ არქიტექტორს, ლეოპოლდ ბილფელდს ეკუთვნოდა, თუმცა, ამის დამადასტურებელი ფაქტების მოძიება ამ დროისათვის შეუძლებელია. დანამდვილებით არის ცნობილი, რომ შენობის ამგები და მისი პირველი მფლობელი მდიდარი გერმანელი კოლონისტი იყო. ელექტრონული თეატრი კომპანიარეიშმადა კარლ ვილსისმა მოაწყვეს, ხოლო შენობის არქიტექტურული მორთულობა  ჩეხ ოსტატებს. ნოვაკსა და კარლ სოუჩეკს შეუსრულებიათ. მიუხედავად იმისა, რომ კინოთეატრი 1909 წელს გაიხსნაშიდა ინტერიერის მოპირკეთება მხოლოდ 1914 წელს დასრულდა. თბილისში მოღვაწე იტალიელი მშენებლის კარლო მორეტის ცნობით, გერმანელების შემდეგაპოლოიტალიელების, ძმები რიჩების საკუთრებაში გადასულა. ერთი პერიოდიაპოლოსადა თბილისის სხვა კინოთეატრების მფლობელი მეცენატი არამიანციც იყო. საბჭოთა  დროსაპოლოსსახელი შეუცვალეს დაოქტომბერიუწოდეს, 1990 წელს კი კინოთეატრს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და ძველი სახელიაპოლოდაუბრუნდა. თუმცა, ფასადიდან გაქრა რუსული შრიფტით შესრულებული ავთენტური წარწერა, რაც მნიშვნელოვანი დანაკარგია შენობის ექსტერიერისათვის.
კინოთეატრი ,,აპოლო“,თბილისის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ცნობილი შენობაა. ეს იყო გასაბჭოებამდელი თბილისის ყველაზე დიდი კინოთეატრი. თავისი ზომით და მხატვრული გაფორმებით ის ახლაც გამორჩეულია  პროსპექტზე. ნაგებობა მოდერნის- Art Nouveau  სტილის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია თბილისში. ის დავით აღმაშენებლის პროსპექტისა და ია კარგარეთელის ქუჩის კუთხეში დგას და ფასადებით ორივე მხარეს გადის. შენობას ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული.