დავით აღმაშენებლის გამზირი

დეტალური ინფორმაცია

დავით აღმაშენებლის გამზ. N138-ში მდებარე შენობაში უკანასკნელ დრომდე  რკინიგზის ინსტიტუტი იყო განთავსებული. შენობა აგებულია XX საუკუნის    დასაწყისში, ხოლო მეოთხე სართული მას მოგვიანებით, 1934 წელს დააშენეს. ატიკის სართული, რომელიც აშკარად საბჭოთა ესთეტიკისაა, სრულდება პარაპეტით, სადაც საბჭოთა კავშირის ღერბის - ნამგალისა და უროს გამოსახულებასთან ერთად განთავსებულია რუსული წარწერა: ,,ЗАК ИНСТИТУТ ИНЖ ПУТЕЙ СООБШЕНИЯ’’.   
ნაგებობის უხვადდეკორირებული ეკლექტიკური სტილის ფასადი ფსევდო ბაროკული არქიტექტურული ელემენტებითაა გაფორმებული და საკმაოდ პომპეზურად გამოიყურება. სწორკუთხა ფორმის კარ-სარკმლის რიგები ერთმანეთისგან გიგანტური პილასტრებითაა გამოყოფილი. ცენტრალურ ნაწილში ნახევარწრიული ფორმის ერკერია მოთავსებული, რომელიც კორინთული ორდერის სვეტებითა და სხვადასხვა დეკორით არის შემკული. თითოეული ღიოები ასევე გაფორმებულია ფრონტონებითა თუ გირლიანდებით. ზოგადად, შენობის დეკორი ყვავილოვან მცენარეულ მოტივებზეა აგებული. საფასადო გადაწყვეტის თავისებურებას წარმოადგენს გვერდითა რიზალიტების კედლის სიბრტყეშიჩაძირულიაივნებიშენობა   არსებით როლს თამაშობს გამზირის მოცემული მონაკვეთის მხატვრული სახის ჩამოყალიბებაში.