დავით აღმაშენებლის გამზირი

დეტალური ინფორმაცია

დავით აღმაშენებლის გამზ. N193-ში მდებარე   შენობა, „მეტრამვაეთა საცხოვრებელი სახლებისსახელწოდებით ცნობილი, 1926-1928 წლებში აგებული ერთიანი ანსამბლის ნაწილია.  იგი საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ საქართველოში ფართოდ გაშლილი მშენებლობის პირველ ტალღას, .. პირველ ხუთწლეულს უკავშირდება; ეს იყო საბჭოთა ხელისუფლების მიერ თბილისში აგებული პირველი არქიტექტურული ანსამბლი. ამასთან,   კომპლექსი მნიშვნელოვანი საავტორო ნამუშევარია, იგი ეკუთვნის არქიტექტორ დავით ჩისლიევს, თბილისში, უშუალოდ რევოლუციის წინა ხანებში და საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებში მოღვაწე არქიტექტორს, რომლის სახელსაც არაერთი მნიშვნელოვანი ნაგებობა უკავშირდება ქალაქში

საბჭოთა ხელისუფლების ამბიციებიდან გამომდინარე, საცხოვრებელი ფონდის გაზრდისა და გაუმჯობესების მიზნით, 1926 წელს დაარსდა ქალაქის საცხოვრებელთა სამმართველო, რომლის ინიციატივით დაიწყო აქტიური საბინაო მშენებლობა საზოგადოების მუშათა კლასისთვის ისევე, როგორც პროფესიული გაერთიანებებისთვის. „მეტრამვაეთა საცხოვრებელი სახლებისანსამბლი წარმოადგენდა ერთგვარ მიკრორაიონს ახალი ქალაქმშენებლობითი კონცეფციით, რომელსაც საფუძვლად ედო განაშენიანების კომპლექსურობა და მოსახლეობის მომსახურების საფეხურებრივი სისტემა. არქიტექტორმა . ჩისლიევმა დააპროექტა 12 საცხოვრებელი კორპუსი რომლებიც ექვს პარალელურ რიგს ქმნიდა (რეალურად მხოლოდ 8 სახლი აშენდა). კვარტლის ტერიტორიის ნახევარზე მეტი გათვალისწინებული იყო ეზოებისთვის, სპორტული და სათამაშო მოედნებისთვის. პროექტში ჩადებული იყო აბანო, სამრეცხაო, მაღაზიები, ბიბლიოთეკა, სასადილო, საბავშვო დაწესებულებები.
 

ნაგებობათა ფასადების მხატვრულ-არქიტექტურული დამუშავებისას, ავტორი ადგილობრივ ეროვნულ ხუროთმოძღვრულ ტრადიციას მიმართავს და შუა საუკუნეების ქართული სატაძრო არქიტექტურის დეკორატიულ მოტივებს იყენებს, რაც სტილიზებულ მცენარეულ და ცხოველურ ორნამენტებში  გამოიხატება. თუმცა, გვხვდება XIX საუკუნის თბილისური საცხოვრებელი სახლების მსგავსი ფორმაცსვეტებს დაყრდნობილი სამყურა თაღები, რომელთა საშუალებითაც დავით ჩისლიევი მოკრძალებული მასშტაბისა და კამერული იერის მქონე ხის აივნებიანი თბილისური სახლის საბჭოთა დედაქალაქის მრავალბინიანი საცხოვრებლის უფრო მასშტაბურ და პომპეზურ ენაზეგადათარგმნასცდილობს. კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ნაგებობა, (ანსამბლში შემავალ დანარჩენ 7 შენობასთან ერთად), მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, როგორც საინტერესო მხატვრულ-არქიტექტურული ექსპერიმენტული საავტორო ნამუშევარი, მეორე მხრივ, კი საბჭოთა ხელისუფლების მიერ თბილისში აგებული პირველი არქიტექტურული ანსამბლი.