დავით აღმაშენებლის გამზირი

დეტალური ინფორმაცია

დავით აღმაშენებლის გამზ. N27-ში მდებარე შენობა ცნობილ თბილისელ მეწარმესა და ნავთობმაგნატს - ალექსანდრე მანთაშევს ეკუთვნოდა. დავით აღმაშენებლის გამზირისა და ზაქარია ქურდიანის ქუჩის კუთხეში მდგარი, საკმარისად დიდი მოცულობის ორსათულიანი ნაგებობა მნიშვნელოვანია მოცემული ქუჩების სივრცითი დაგეგმარებისა თუ, ზოგადად, ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით. იგი უდაოდ დიდ როლს თამაშობს უბნის განაშენიანებაში, მით უფრო  გვერდით მდგარ, იმავე სტილისტიკის მქონე შენობასთან ,(დავით აღმაშენებლის გამზ. N29), „ტანდემში“, რომელთან ერთადაც, პრაქტიკულად, მთელი კვარტალი უჭირავს
შენობის საფასადო გადაწყვეტაში მოდერნის ‘’Art Nouveau’’  არქიტექტურული სტილის მოტივები დომინირებს, თუმცა, ფასადს, საერთო ჯამში, ზომიერება და თავშეკავებულობა ახასიათებს. ყურადღებას იმსახურებს სადარბაზოს ინტერიერიც, სადაც გვხვდება მოზაიკურად სხმული იატაკი და  არტ ნუვოს მცენარეულორნამენტიანი  რკინის მოაჯირით დამშვენებული კიბე
საცხოვრებელი სახლის სივრცითი ორგანიზაცია, პრაქტიკულადადგილობრივი ტრადიციისათვის  დამახასიათებელ ყველა კომპონენტს შეიცავს; მას აქვს  ქუჩისათვის უხილავი, მოზრდილი და საკმაოდ ხალვათი შიდა ეზო, რომელიც ხის ჭვირულორნამენტული აივნებით გახსნილ ფასადს გვთავაზობს. ეს ის იშვიათი და იღბლიანი შემთხვევაა, როდესაც პირველი სართულის გადაკეთება-დამახინჯების მიუხედავად, თითქმის ხელუხლებლადაა შემონახული მეორე სართულის აივანი.