დეტალური ინფორმაცია
აღმაშენებლის გამზირისა N1-3-სა და მოსე გოგიბერიძის N2 ქუჩის კუთხეში მდგარი ორსართულიანი შენობა, რომელიც რეალურად მოედანზე გამოდის, მნიშვნელოვანია ქალაქგეგმარებითი, ისტორიულ-კულტურული და მხატვრული თვალსაზრისით. რუსტის დეკორატიული ლესვით დაფარული შენობის ევროპულ ყაიდაზე გამართული ფასადები ბაროკოული ეკლექტიზმის ნიმუშია , რაზეც მიუთითებს კანელურებიანი პილასტრები, კარ-სარკმელთა სანდრიკებიანი თავსართები და სახლის დამაგვირგვინებელი ბალუსტრადიანი პარაპეტი შვერილი ფრონტონებით, რომელთაც ლომისთავიანი მასკარონები ამშვენებს.