გორგასლის I შესახვევის #5  და თუმანიანის ქ.#23/10

დეტალური ინფორმაცია

გორგასლის I შესახვევის #5  და თუმანიანის ქ.#23/10-ში მდებარე ,  თუმანიანის ქუჩის კუთხეში მდგარი, აგურით ნაშენი კუბური მოცულობის მქონე ორსართულიანი შენობა თბილისური აივნიანი სახლების საინტერესო ნიმუშს გვთავაზობს. მთავარი ფასადით მდ. მტკვრისკენ მაყურებელი სახლი ქალაქის ერთ-ერთ უძველეს მოედანზე გამოდის და ხის ჭვირულორნამენტული აივნით ეხსნება გარემოს. ხის დორიულ სვეტებს დაყრდნობილი მოჩუქურთმებული თაღებით დამშვენებული შეკიდული აივანი შენობის მთავარი სამშვენისი და მხატვრულ-არქიტექტურული მოტივია. აბანოთუბნის რთულ რელიეფს შეფენილი ამგვარი ხის აივნიანი სახლები თბილისის ადვილადსაცნობ სავიზიტო ბარათს წარმოადგენს.