გიორგი მაზნიაშვილის ქუჩა

დეტალური ინფორმაცია

მაზნიაშვილის ქ.# 9-ში მდებარე ისტორიული სახლი,  აშენებულია XIX საუკუნის ბოლოს, თავად ბარბარე ჩოლოყაშვილი-ბარათაშვილის დაკვეთით. ბარბარე ბარათაშვილი, საზოგადო მოღვაწე, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი და ძალზედ ცნობილი ქალბატონი გახლდათ. ბარბარე ბარათაშვილი იმპერატორ ალექსანდრესაც  კი სტუმრობდა. სწორედ იმპერატორმა შეარქვა მას „პრელესტ ბაბალე“ .ფსევდო მავრიტანულ  არიტექტურულ სტილში აგებული საცხოვრებელი სახლი  XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში ნამდვილ კულტურის კერას წარმოადგენდა. აქ გამართულ სადღესასწაულო შეხვედრებს  არამხოლოდ ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლები, არამედ საქართველოში ჩამოსული სტუმრებიც ესწრებოდნენ. მათ შორის განსაკუთრებით  აღსანიშნავია დანიის დედოფალი მარგარეტ II.