საგარეო საქმეთა სამინისტრო

დეტალური ინფორმაცია

ჩიტაძის ქ.#4-ში მდებარე ყოფილი ამიერკავკასიის კეთილშობილ  ქალთა ინსტიტუტი, შენობა 1888-1890 წწ-ში აშენდა,  იმპერიის ერთ-ერთი, ყველაზე ნაყოფიერი ხუროთმოძღვრის, რობერტ გედიკას მიერ. 
როგორც საარქივო მასალებიდან ირკვევა, 1846 წელს, კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტისთვის შენობის პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შედგენა ქალაქის არქიტექტორ ჯოვანი სკუდიერს დაევალა, თუმცა პროექტის დასრულება ვერ მოასწრო. მოგვიანებით, 1853 წელს, თბილისის საგუბერნიო არქიტექტორი ტიმოთე ბელოიმ შექმნა შენობის პროექტი, თუმცა საბოლოოს მშენებლობა რობერტ გედიკას პროექტით წარიმართა. მშენებლობას ხელმძღვანელობდა გერმანელი არქიტექტორი ალბერტ ზალცმანი.
შენობის ფასადის ძლიერად შვერილი რიზალიტის ზედა, ცენტრალურ ნაწილზე სამთავისის ტაძრის აღმოსავლეთი ფასადის კომპოზიციის ელემენტებია გამოყენებული. ნაგებობა, ე.წ. „ქართული სტილის“ საუკეთესო ნიმუშია, რომელიც თვალნათლივ ასახავს ქართული საერო არქიტექტურის განვითარების ხაზს.  ნაგებობა, თავისი თვითმყოფადი სახით, თბილისური არქიტექტურის ერთ-ერთი, გამორჩეული ნიმუშთაგანია.