დავით აღმაშენებლის გამზირი

დეტალური ინფორმაცია

დავით აღმაშენებლის გამზ. #79-ში მდებარე შენობა, აშენდა 1901 წელს პოლონელი არქიტექტორ ალექსანდრე შიმკევიჩის მიერ. შენობის დამკვეთი, თბილისში მოზაიკურ სახელოსნის დამფუძნებელი იტალიელი ა. ანდრეოლეტია. შენობა სტილისტურად რენესანსულ-ბაროკალურ ყაიდაზეა ნაგები და ტექნიკური შესრულების უმაღლესი ხარისხით გამოირჩევა. ამჟამად, შენობაში  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოა განთავსებული.