დეტალური ინფორმაცია
გუდიაშვილის ქ.# 5-ში მდებარე ყოფილი სათავადაზნაურო, საადგილმამულო ბანკი, ანუ ქართული ბანკი, ამჟამად კი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პირველი კორპუსი (ლ. გუდიაშვილისა და ნ. ვაჩნაძის ქუჩების კუთხე) 1913-1916 წლებში აშენდა. 1912 წელს გამართულ კონკურსში, რომელშიც არაერთი არქიტექტორი იღებდა მონაწილეობას, პირველი პრემია რუსი და პოლონელი, ანატოლი კალგინისა და ჰენრიკ ჰრინევსკის პროექტს ხვდა წილად. სტილისტურად, შენობა ეროვნული ხუროთმოძღვრული ფორმების სტილიზაციას წარმოადგენს, რაც ერთგვარად ახასიათებს XX ს-ის საბჭოთა პერიოდის არქიტექტურას. საინტერესოა შენობის ფასადთა დეკორატიული ნაძერწობა, რომელიც ხუროთმოძღვრული ძერწვის ოსტატების, ძმები აგლაძეების მიერ არის შესრულებული.