დავით აღმაშენებლის გამზირი

დეტალური ინფორმაცია

აღმაშენებლის გამზ.#131-132-ში მდებარე  ნაგებობა თარიღდება XIX საუკუნის მიწურულით და ერთ-ერთ მნიშნელოვან ობიექტს წარმოადგენს ქუჩის განაშენიანებაში. უხვადდეკორირებული ეკლექტიკური სტილის ფასადს სიმეტრიულად ანაწევრებს კარ-სარკმლის ღიობები, რომლის გარშემოც კონცენტრირებულია პლასტიკური შემკულობა, ძირითადად ბაროკოს არქიტექტურული მოტივები: გირლიანდები, მცენარეული და გეომეტრიული ფიგურები თუ ორნამენტები. აღსანიშნავია შენობის სადარბაზო, სადაც დახვეული ლითონის აჟურული კიბე იქცევს ყურადღებას. 
მოცემული შენობა თბილისური საცხოვრებელი სახლის სივრცითი ორგანიზაციის ყველა ტრადიციულ კომპონენტს შეიცავს; ადგილობრივი ტრადიციისამებრ, სახლის ევროპული სტილის ფასადს ცვლის ქუჩისათვის უხილავი შიდა ეზო, სადაც გვიანდელი ჩარევებისა და გადაკეთების მიუხედავად დღემდეა შემორჩენილი ხის აივნის გარკვეული ნაწილი.