დავით აღმაშენებლის გამზირი

დეტალური ინფორმაცია

დავით აღმაშენებლის გამზ.# 140-ში მდებარე   XIX საუკუნის შუა წლებში აგებული საცხოვრებელი სახლი დავით აღმაშენებლის გამზირზე არსებული ერთ-ერთი ადრეული ნაგებობაა. ძველი ქართული აგურით ნაშენი სახლის ფასადს სადა ნალესობა ფარავს, ძირითად აქცენტს კი მეორე და მესამე სართულის ხის ჭვირული აივანი ქმნის. მესამე სართულის აივანი, რეალურად მეზონინს წარმოადგენდა, მაგრამ 2009-2011 წლებში განხორციელებული სარესტავრაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების დროს შენობას დააშენეს მესამე მანსარდული ტიპის სართული, რამაც საგრძნობლად შეცვალა სახლის პროპორციები და საერთო აღნაგობა.