დეტალური ინფორმაცია
დავით აღმაშენებლის გამზ #128-ში მდებარე შენობა, 1893 წელს აშენდა გერმანელ არქიტექტორ ვ. შტერნის მიერ. ეს ნაგებობა არქიტექტორის საკუთარ საცხოვრებელ სახლს წარმოადგენდა. შენობის საფასადო კომპოზიცია ისლამური და აღმოსავლური ელემენტების ერთობლიობით იქმნება, რის გამოც შენობა თბილისური არქიტექტურის ერთ-ერთ გამორჩეულ ნიმუშს წარმოადგენს.