დანიელ ჭონქაძის ქუჩა

ამბობენ

ეს სახლი უნიჭიერესი არქიტექტორის, მიხეილ ოჰანჯანოვის, ერთ-ერთი შედევრი, ანა მადათოვას ეკუთვნოდა.
როგორც ამბობენ, ანა მადათოვა შეძლებული ქალბატონი ყოფილა.

თბილისში, სავარაუდოდ, XIX საუკუნის 80-იან წლებში ჩამოვიდა, აქ ცოლად გაჰყვა თავადურ გვარის წარმომადგენელ ვინმე მადათოვს და გათხოვების შემდეგ, ქმრის გვარზე გადასულა.
ამ სახლში ანა მადათოვა 1902 წლიდან ცხოვრობდა.
ეს უცნაური შენობა გალავნით არის გარშემორტყმული, რომლის ზემოთ ოდესღაც ბაღი ყოფილა.
სახლის ბოლო სართულს ულამაზესი კოშკი ამშვენებს.
ერთ-ერთი თბილისური ლეგენდის თანახმად, ეს კოშკი არქიტექტორს ანა მადათოვას თხოვნით აუშენებია.
ამბობენ, რომ ქალბატონს კოშკიდან კუკიის სასაფლაოს ხედის ცქერა უნდოდა, სადაც მისი ერთადერთი ქალიშვილი იყო დაკრძალული.
თავად ანა პარიზში გარდაცვლილა და  მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პერლ ლაშეზის სასაფლაოზე განისვენებს.




 

დეტალური ინფორმაცია

ჭონქაძის . N4-ში  მდებარე მოდერნის ‘’Art Nouveau’’ არქიტექტურულ სტილში გადაწყვეტილი სახლი აგებულია 1903-1904 წლებში, არქიტექტორ მიხეილ ოჰანჯანოვის მიერ ანა მადათოვას მიწის ნაკვეთზე. ანა მადათოვამ გასაბჭოების შემდეგ საქართველო დატოვა და 1926 წელს პარიზში გარდაიცვალა. დაკრძალულია პერლ-ლაშეს სასაფლაოზე. შენობა ჭონქაძის ქუჩიდან არ აღიქმება.  ამიტომაც,  თბილისში მას ,,დამალულ სახლსაცეძახიან.  ღრმა გვირაბში მოწყობილი პარადული კიბით ვხვდებით შენობის სადარბაზოში, სადაც გვირაბისგან განსხვავებით დღესაც შემორჩენილია კედლის მხატვრობა. სადარბაზოს ტერასიდან შესაძლებელია ეზოში მოხვედრა რომელსაც გერგეთის ქუჩისკენ გავყავართ. რიგი ჩარევების მიუხედავად, ნაგებობა ავთენტურობის მაღალი ხარისხით გამოირჩევამხატვრულ-არქიტექტურული ღირებულების მქონე გუმბათისებრი ფანჩატურის ტიპის მოცულობა,(არსებობს  ლეგენდა, თითქოსდა  არქიტექტორ ოჰანჯანოვს  საგანგებოდ ააგებინეს ფანჩატურის მაგვარი ნაგებობა, რომლიდანაც იშლებოდა ხედი კუკიის სასაფლაოზე, სადაც დაკრძალული იყო მადათოვების ოჯახის წევრი ), გადაუდებელ ჩარევას საჭიროებს. მძიმე ხასიათის კონსტრუქციული პრობლემები საფრთხეს უქმნის, როგორც მაცხოვრებელთა სიცოცხლეს, ასევე შენობის მდგრადობასაც.