დანიელ ჭონქაძის ქუჩა

ამბობენ

ამ მდიდრულ სახლს თბილისელებიმადამ ბოზარჯანცის სახლსეძახდნენ. ამბობენ, რომ პირველი გილდიის ვაჭარს ეს შენობა ცოლის სახელზე გაუფორმებიაზარალისა და გაკოტრების შემთხვევაში ქონების დასაცავად. ბოზარჯანცმა ამ შენობის მოსართავად სახსრები არ დაიშურა: ფასადის მოსაპირკეთებელი მასალა პარიზიდან და ვენეციიდან ჩამოატანინა. სახლის სადარბაზოვილეროი & ბოხისფილებით, სვაროვსკის თვლებით და ვენეციური ბროლით მორთო.

არქიტექტორ მიხეილ ოჰაჯანოვის მიერ აგებულმა ამ შენობამ საუკეთესო საცხოვრებელ სახლზე გამოცხადებულ კონკურსში, 1915 წელს, მეორე ადგილივერცხლის მედალიმიიღო. თუმცა მაინც ტფილისის საუკეთესო სახლად ჩაითვალა, რადგან კონკურსის პირობების შესაბამისი, ოქროს მედლის კანდიდატად წარსადგენი ნაგებობა ქალაქში ვერ იპოვეს.

ვაჭარი ბოზარჯანცი თამბაქოს ქარხნების მფლობელი ყოფილა. მის ქარხანაში ერთხანს ახალგაზრდა იოსებ ჯუღაშვილს - სტალინს- უმუშავია, რომელსაც მისვლიდან ორ კვირაში გაფიცვა მოუწყვია.

მადამ ბოზარჯანცი თბილისში პირველი ქალი იყო, რომელსაც ავტომობილი ჰყავდა. მან მანქანა პარიზიდან, ფრანგ მძღოლთან ერთად გამოიწერა.

გასაბჭოების შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ ბოზარჯანციების ოჯახს მთელი ქონება ჩამოართვა და ამ შენობაში მხოლოდ ორი ოთახი დაუტოვა.

 ამ უნიკალურ სახლშიპარტიული ელიტაშეასახლა. მესამე სართული, ავეჯიანადერთ-ერთ რევოლუციონერს გადასცეს. ამბობენ, რომ როცა ის წვეულებას მართავდა, ყველა ცდილობდა მასთან მოხვედრასშეუდარებელი ავეჯის სანახავად.

აღსანიშნავია, რომ ამ სახლში გადაღებულია სცენები ფილმებიდან: „დათა თუთაშხია“, „გაზაფხულის 17 გაელვება“, „ტიფლისიდა სხვ.

აღსანიშნავია, რომ ამ სახლში გადაღებულია სცენები ფილმებიდან:  „დათა თუთაშხია“, „გაზაფხულის 17 გაელვება“, „ტიფლისიდა სხვ.

 

დეტალური ინფორმაცია

. ჭონქაძის . N12-ში მდებარე შენობა აგებულია 1915 წელს, სომეხი არქიტექტორის . . ოგაჯანოვის მიერდამკვეთი და მეპატრონე გახლდათ პირველი გილდიის ვაჭარი,  . . ბოზარდჯანცი. საქალაქო საბჭოს, დუმის მიერ გამართულ საუკეთესო ფასადის კონკურსში,  ოგაჯანოვის  პროექტმა პირველი პრემია აიღო.. შენობა მოდერნული- Art Nouveau არქიტექტურის ერთ-ერთ ბრწყინვალე ნიმუშს წარმოადგენსსაქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდში აქ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობდა. მათგან ერთ-ერთი იყო პოლკოვნიკ გიორგი ნიკოლოზის ძე ხიმშიაშვილის ოჯახი. გიორგი ხიმშიაშვილი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის ოფიცერი, კავალერისტი. იგი 1923 წლის 19 მაისს ბოლშევიკებმა დახვრიტეს და შესაბამისად, მისი ოჯახიც გადაასახლეს.

ჭონქაძის 12 ნომერში გადაღებულია ქართული ფილმი      "დათა თუთაშხია", და საბჭოთა დროის ცნობილი სერიალი, "გაზაფხულის 17 გაელვება