დანიელ ჭონქაძის ქუჩა

ამბობენ

ალმასის სასახლისისტორია 1890-იანი წლებიდან იწყება, როცა თბილისში ირანის გენერალურმა კონსულმა, მირზა რეზა ხანმა, ეს შენობა გერმანელი ინჟინრისგან შეიძინა.
ირანელი დიპლომატი (ფოტო 1) არქიტექტურით იყო გატაცებულიმონაკოში მისი აშენებული სასახლევილა ისპაჰანი (ისპაანი)“ (ფოტო 2) არქიტექტურის ულამაზეს ძეგლად ითვლება.

საქართველოში მირზა რეზა ხანმა ოთხი სასახლე ააშენა, რომელთაგან დღემდე მხოლოდ ორია შემორჩენილისასახლეფირუზე“ (ფოტო 3) ბორჯომში დაალმასის სასახლეთბილისში, რომლის სარესტავრაციოდ აღმოსავლელი და ევროპელი ოსტატები მოიწვია.
მათ სახლი  პარიზში გამოცემული "ათას ერთი ღამის" ფრაგმენტებით მოხატეს , მრავალწახნაგოვან ფიგურებში ჩასმული სარკეებით მორთეს, რის გამოც სახლსალმასის სასახლეშეარქვეს.

ალმასის სასახლე“, მირზა რეზა ხანის მემუარების მიხედვით, ოფიციალურად 1892 წლის 16 ივლისს, ირანის შაჰის დაბადების დღეს, გაიხსნა.
ამ დღეს გრანდიოზული ზეიმი გამართულა. გენერალური კონსულის ბრძანებით, მარმარილოს აუზის შადრევანი ისე მოუწყვიათ, რომ იქიდან წყლის ნაცვლად კახური წითელი ღვინო მოედინებოდა.
აუზის მიმდებარე ეზო ნაირფერი ყვავილებით ყოფილა მორთული. ჰაერში ასობით ჩინური და იაპონური ფარანი ეკიდა და წითლად მოლივლივე ღვინოს ანათებდა.
აუზის გარშემო, ვერცხლის თასებით ხელში მდგარი ოფიციანტები სტუმრებს ღვინით უმასპინძლდებოდნენ

საღამოზე სამხედრო ორკესტრი და ირანელი მუსიკოსები უკრავდნენ. ზეიმი ფეიერვერკით დასრულებულა.

დღესალმასის სასახლეჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლია, რომელშიც სარკეების ფრაგმენტები და ჭერის უნიკალური მორთულობა მხოლოდ ერთ ოთახში და სადარბაზოშია შემორჩენილი.

 

დეტალური ინფორმაცია

ჭონქაძის ქ. #11/13-ში მდებარე შენობა გამორჩეულია თავისი ისტორიული, მხატვრულ- კულტურული ღირებულებებით. ნაგებობა წარმოადგენს XIX საუკუნის მიწურულის ერთ-ერთ უნიკალურ და საინტერესო, აღმოსავლური სტილის შენობას, სადაც დღემდე, ავთენტური სახითაა შემორჩენილი სპარსულ დეკორატიული ელემენტებით შემკულობა. შენობა მრავალი ღირებულების მატარებელია,  როგორც მხატვრული, ისე ისტორიული კუთხით. მისი აგება,  ფუნქციური დატვირთვა და გადაკეთების ეტაპები ძალიან მრავალფეროვანი და შინაარსობრივად დატვირთულია. ის ფაქტი, რომ შენობა XIX საუკუნის მიწურულს იყო ირანელი ელჩის მირზა რეზა ხანის საკუთრებაში და აქ განთავსებული იყო სპარსეთის საკონსულო, დიდად აისახა შენობის არქიტექტურასა და მორთულობის სტილზე. ნაგებობის ცალკეული ელემენტები დატვირთულია აღმოსავლური სიმბოლიკითა და შინაარსით.