პავლე ინგოროყვას ქუჩა

ამბობენ

1896 წლისკავკაზსკი კალენდრისმიხედვით ამ სახლში სპარსეთის საკონსულო იყო განთავსებული. სწორედ  ამით აიხსნება ფანჯრებზე  არაბული წარწერების არსებობა:
ის (ღმერთი) ძლევამოსილია. , ალაჰ! ჭეშმარიტად, ჩვენ გიბოძეთ შენი ცხადი გამარჯვება.“
მსგავსი წარწერები ფიქსირდება დანიელ ჭონქაძის №11-ში მდებარე სახლზეც. რომელიც  სპარსეთის გენერალურ კონსულს, მირზა რიზა ხანს ეკუთვნოდა.
არსებობს   მოსაზრება, რომ ინგოროყვას ქუჩაზე განლაგებული ათი სახლი, მათ შორის №16, ქალაქის რუკაზე ეშმაკის ამობრუნებულ პენტაგრამას ქმნის და ეს მართლაც ასეა , თუ  თბილისის რუკას გადახედავთ.  ასევე გავრცელებულია ლეგენდები ამ სახლებს შორის არსებულ  საიდუმლო გვირაბებზე, სარდაფებში ჩატარებულ რიტუალებსა და მისტიკურ მოვლენებზე.
ზოგიერთი ადგილობრივი  მაცხოვრებლის თქმით, კომუნისტების პერიოდში ამ სახლის სარდაფში ადამიანებს სჯიდნენ, ხოლო გვირაბები სავარაუდოდ სარიტუალო დარბაზებში გადიოდა.

 

დეტალური ინფორმაცია

პ. ინგოროყვას ქ. #16-ში მდებარე შენობა, 1877 წელს აიგო და მისმა პირველმა მფლობელმა,  ჰასან-ხან აგალეროვმა 1892 წელს მიჰყიდა ბაქოეულ მეორე გილდიის ვაჭარს კარაპეტ-ბეგ ლალაევს. 1896 წელს შენობაში ბინა დაიდო სპარსეთის საკონსულომ, რითიც არის განპირობებული სპარსული წარწერები ფასადის ღიობებზე. შენობა განაშენიანების სიღრმეში მდებარეობს და თავისი მხატვრული სახით, დახვეწილი პროპორციითა და საფასადო კომპოზიციით დიდწილად, განსაზღვრავს ქუჩის მხატვრულ სახეს. გარდა ფასადისა, საინტერესოა ინტერიერის მდიდრული მორთულობა.