რუსთაველის თეატრი

ამბობენ

1898 წელს, მაშინ ჯერ კიდევ გოლოვინის პროსპექტზე, საფუძველი ჩაეყარა თეატრის მშენებლობას, რომლის ინიციატორი და  ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი, არტისტული საზოგადოებისდამაარსებელი ,ტფილისელი სომეხი მეცენატი ისაი პიტოევი იყო

თეატრის შენობა 1901 წელს საზეიმოდ აკურთხეს. დარბაზი გათვლილი იყო 810 მაყურებელზე. შიდა ინტერიერის გაფორმებაზე მუშაობდნენ სპეციალურად იტალიიდან მოწვეული ხელოსნები. ავეჯი, სარკეები, განათება, ხალიჩები და სხვა საჭირო ინვენტარი ჩამოტანილი იყო ევროპის ქვეყნებიდან. არსებული ცნობებით, თეატრის მშენებლობამ ისაი პიტოევს დაახლოებით ნახევარი მილიონი ოქროს რუბლი დაუჯდა.

საქართველოს გასაბჭოების პირველივე თვეებში, შენობაში განთავსდა ახალი დრამატული თეატრი, რომელსაც 1921 წლის 25 თებერვალს  შოთა რუსთაველის სახელი მიენიჭა.

1949 წლის 9 ივნისს, რუსთაველის თეატრი ხანძარმა თითქმის მთლიანად გაანადგურაშენობიდან მხოლოდ გამზირზე მდებარე ფასადი გადარჩა. იმავე ხანძრის შედეგად განადგურდა თეატრის ქვედა ფოიეში მდებარე კაფექიმერიონი“, რომელიც 1919 წლის 27 დეკემბერს გაიხსნაკაფე მხოლოდ ორი წელი ფუნქციონირებდა.

შენობის აღდგენა ძველი ფოტოების საფუძველზე ერთ წელიწადში მოხერხდა. მას შემდეგ თეატრის შენობას რამდენჯერმე ჩაუტარდა რესტავრაცია და რეკონსტრუქცია.

რუსთაველის თეატრთან დაკავშირებულია არაერთი მითი და გადმოცემა.ამბობენ, ხანძრის შემდეგ დამწვარი შენობიდან გარკვეული ხნის განმავლობაში ისმოდა სცენის ზარის ხმა და ნაბიჯების ექოროგორც "დაუმთავრებელი სპექტაკლის" ხმოვანი გამოძახილი.

ცალკე აღსანიშნავია მსახიობ შაქრო დადიანთან დაკავშირებული ისტორია. გადმოცემით, თუ რომელიმე მსახიობი დაუდევრად შეასრულებდა მის როლს, დარბაზში განათება  ქრებოდა  და უცნაური  ხმაური ისმოდა. ერთ-ერთი სპექტაკლის დროს დეკორაციის ნაწილის ჩამონგრევა სწორედ ამ   მითს მიაწერეს.

 

დეტალური ინფორმაცია

რუსთაველის გამზ. # 17-ში  მდებარე შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის სამსართულიანი შენობა 1898-1901 წლებში აშენდა, 1887 წელს დაარსებული, საარტისტო საზოგადოებისათვის, პირველი გილდიის ვაჭარ, ისაია პითოევის ინიციატივით. ამ ნაგებობის ავტორები არიან თბილისში მოღვაწე არქიტექტორები,  კორნელი ტატიშჩევი და პოლონელი, ალექსანდრე შიმკევიჩი. შენობის ფასადის მხატვრული  გადაწყვეტა ბაროკოსა და როკოკოს  სტილთა გამოძახილია, რაც მდიდარ დეკორატიულ გაფორმებაში ვლინდება. XX ს-ის 10-20-იან წლებში შენობის სარდაფში მოწყობილი კაფე “ქიმერიონი” პოეტთა, მწერალთა და მხატვართა თავშეყრის ადგილი იყო და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა XX ს-ის დასაწყისის მხატვრულ ცხოვრებაში. 1919 წელს კაფე  ცნობილმა მხატვრებმა, ლ. გუდიაშვილმა, დ. კაკაბაძემ, კ. ზდანევიჩმა და ს. სუდეიკინმა მოხატეს.