შოთა რუსთაველის გამზირი

ამბობენ

მთაწმინდის პარკსა და რუსთაველის გამზირს დამაკავშირებელი საბაგიროს ქვედა სადგური, 1958 წელს, ვახტანგ ლეჟავას პროექტით აშენდა. მგზავრების გადაყვანა 1959 წლის 1 მაისს დაიწყო და 30 წლი იმუშავა.

1990 წლის 1 ივნისს მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ საბაგირო  მრავალი წლით დაიხურა. თუმცა, რეკონსტრუქციის შემდეგ, დღეს უკვე 4 წუთში აგიყვანთ მთაწმინდის პარკში.

ვახტანგ ლეჟავას პროექტით შექმნილი  სადგურის ეს შენობა უნიკალური სივრცეა. აქ ხშირად იმართებოდა ქართველი და უცხოელი არტისტების გამოფენები, მიმდინარეობდა კინოგადაღებები. მათ შორის  - რეჟისორ სიკო დოლიძის ცნობილი ფილმის დღე პირველი, დღე უკანასკნელის რამდენიმე სცენასწორედ ამ სივრცეშია გადაღებული.

 

დეტალური ინფორმაცია

რუსთაველის გამზ. N52-ში მდებარე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობა, რუსთაველის გამზირის მნიშვნელოვანი ნაგებობაა, რომელსაც ქალაქგეგმარებითი როლიც აკისრია. შენობა თავდაპირველად   „საქნახშირისადმინისტრაციული სახლი იყო. მისი მშენებლობა 1949 წელს დაიწყო. თუმცა რამდენიმე წლით ადრე, კერძოდ 1946 წელს, ჩატარდა კონკურსისაქნახშირისადმინისტრაციული სახლის პროექტზე. კონურსი საკმაოდ მასშტაბური იყო და მასში მონაწილეობა  თბილისის წამყვანმა არქიტექტორებმა მიიღეს. წარმოდგენილი იყო ათი პროექტი, თუმცა ჟიურის მიერ  უპირატესობა არქიტექტორების . ჩხიკვაძისა და . ჩხეიძის პროექტს მიენიჭა

შენობა კომპლექსურობას იძენს, მის ეზოში განთავსებული  საბაგიროს ქვედა სადგურთან  ერთად, რომელიც მოგვიანებით ასევე . ჩხეიძის პროექტით შესრულდაის საბჭოთა არქიეტქტურის შესანიშნავი მაგალითია, რომელიც ქალაქგეგმარებით გააზრებასთან ერთად, შენობის სტილისტურ რეპერტუარში  ეროვნული ელემენტების ჩართვას ცდილობს.