შოთა რუსთაველის გამზირი

ამბობენ

მაშინდელი პრესა იტყობინებოდა, რომ ეს შენობა მთელს იმპერიაში პირველი მომრგვალებულფასადიანი ნაგებობა იყო. ამბობენ დამკვეთმა ორჯერ დაანგრევინა ეს მომრგვალებული ნაწილი, სანამ მისი მოსაწონი არ აშენდა. დამკვეთი კი მიხეილ არამიანცი იყო.  ამისთვის მან გოლოვინის (დღევანდელი რუსთაველი) პროსპექტისა და ბარიატინსკის (დღევანდელი გ. ჭანტურიას) ქუჩის კუთხე შეარჩია. იმ დროს ამ ტერიტორიაზე როტინოვის სახლი მდგარა, რომელშიც ცნობილ ფოტოგრაფ პეტრე განკევიჩს სახელოსნო ჰქონია მოწყობილი.

არამიანცმა ტერიტორია გამოისყიდა და სასტუმროს პროექტირება ცნობილ ინჟინერ-არქიტექტორ ოზეროვს დაუკვეთა. სასტუმრო 4-სართულიანი უნდა ყოფილიყო. „მაჟესტიკის“ მშენებლობა 1915 წელს დასრულდა.

 პარიზში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე "მაჟესტიკს", როგორც საუკეთესო სასტუმროს, გრან-პრი და ოქროს მედალი მიაკუთვნეს. სასტუმრო გამოირჩეოდა არამხოლოდ არქიტექტურით, არამედ, საუკეთესო საცხოვრებელი პირობებითაც - სამრეცხაო მოწყობილობებით, მაცივარ-ოთახებით, სარდაფში განლაგებული კინოთეატრით

პირველი მსოფლიო ომის დროს "მაჟესტიკი" ჰოსპიტლად გადაკეთდა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, შენობაში პროფკავშირები განათავსეს. 1936 წელს გადაწყვიტეს, შენობისთვის სასტუმროს სტატუსი დაებრუნებინათჩაუტარეს შიდა რეკონსტრუქცია და 1938-1939 წლებში კვლავ გაიხსნა სასტუმრო, რომელსაც ჯერნოვი თბილისი“, ხოლო შემდეგთბილისიერქვა.

კომუნისტები მაღალი რანგის სტუმრებს ამ სასტუმროში მასპინძლობდნენ. როდესაც თბილისში ფრანკოს რეჟიმს გამოქცეული ესპანეთის კომპარტიის მდივანი ხოსე დიასი გადმოვიდა საცხოვრებლად, კანდიდ ჩარკვიანმა ის ოჯახთან ერთად სწორედ იქ დაასახლა. ხოსე დიასმა 1942 წელს თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე - სასტუმროს ზედა სართულიდან გადმოხტა. თბილისის სამოქალაქო ომის დროს სასტუმრო განადგურდა. 2002 წელს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და დღეს "თბილისი მარიოტის" სახელით არის ცნობილი. თბილისში ჩამოსული ამერიკის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში სწორედ ამ სასტუმროში დაბინავდა.

 

დეტალური ინფორმაცია

რუსთაველის გამზ. N13-ში მდებარე შენობა,  თბილისის სასტუმროებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ისტორიული სასტუმრო "მაჟესტიკია".  (ამჟამინდელი "თბილისი მერიოტი"), 1910 წელს სასტუმროს პროექტი შეადგინა თბილისელმა არქიტექტორმა, ალექსანდრე ოზეროვმა, პირველი გილდიის ვაჭარ მიქაელ არამიანცის დაკვეთით. შენობა ნაწილობრივ აშენებული იყო, როდესაც დამკვეთმა მისი შეცვლა გადაწყვიტა და ახალი პროექტი არქიტექტორმა გაბრიელ ტერ-მიქელოვმა მოამზადა. სწორედ მიქელოვის პროექტით  გაგრძელდა მშენებლობა, რომელიც 1915 წელს დასრულდა.  პირველი მსოფლიო ომის დროს, ნაგებობაში სამხედრო ჰოსპიტალი იყო განთავსებული

სასტუმროსთვის განკუთვნილი ავეჯი და ინვენტარი შვედეთიდან იყო შეკვეთილი. "მაჟესტიკი" ქალაქის ერთ-ერთ მთავარ სასტუმროს წარმოადგენდა, რომელიც ევროპულ ყაიდაზე იყო მოწყობილი, ცნობილია რომ დამკვეთმა, მშენებლობის დროს პირველი სართულის გეგმა შეცვალა და სამზარეულოს ნაცვლად, მასში კინოთეატრის განთავსება მოინდომა. გასაბჭოების შემდეგ, სასტუმრო დაიხურა და მასში "შრომის სასახლე " ფუნქციონირებდა. 1935 წელს, შენობას  დაუბრუნეს პირველადი დანიშნულება, რომლის რეკონსტრუქციისთვის კვლავ არქიტექტორი ტერ-მიქელოვი მოიწვიეს. 1939 წლიდან, მასში სასტუმრო "თბილისი" იყო. თბილისის  1990 - 91 წლების ომის დროს შენობა დაიწვა, მისი რეკონსტრუქცია მოგვიანებით მოხერხდა  და აქ სასტუმრო "თბილისი მერიოტი" განთავსდა.