შოთა რუსთაველის გამზირი

დეტალური ინფორმაცია

რუსთაველის გამზ. N14-ში  მდგარი  სახლი ყოფილი გოლოვინის პროსპექტზე არსებული და ჩვენამდე მოღწეული ერთ-ერთი ადრეული ისტორიულ ნაგებობაა.  ის აგებულია XIX საუკუნის შუა ხანებში, სავარაუდოდ, 1860-70-იან წლებში, მაგრამ  ჩვენამდე გადაკეთებული სახით მოვიდა, რითიც აიხსნება შენობის სხვადასხვა არქიტექტურული სტილისა თუ მხატვრული გემოვნებისადმი კუთვნილება. საარქივო ფოტოები ადასტურებს ფასადის რეკონსტრუქციის ფაქტს.  XX საუკუნის დასაწყისში, როგორც ჩანს, შენობის კლასიცისტური ფასადიგადამოსეს” -  იმ დროისათვის პოპულარული მოდერნის,      ‘’Art Nouveau’’ 
ყაიდაზე გამართეს და მოცემული არქიტექტურული სტილისათვის დამახასიათებელი ნაძერწი ელემენტებითა და დეკორატიული მოტივებით შეამკეს. მესამე სართულის თაღოვან სარკმლებს მთელს სიგრძეზე გასდევს მათი შემომწერი თაღედის ფორმის, თავისუფალი ნახატის მქონე, მცენარეული მოტივის დეკორატიული ნაძერწობა, რომელიც თითქოს კედლის ზედა ნაწილშიაშეკიდული”. შიდა ეზოს მხარეს კი შემორჩენილია ხის დორიულ სვეტებს დაყრდნობილი ძველი აივნის ფრაგმენტები
სხვა მხრივსამსართულიანი ლათინური ასო “U”- ფორმის შენობა ინარჩუნებს თავდაპირველ გეგმარებას. რომელიც თავისი მდებარეობის გამო დღესაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური გამზირის განაშენიანებაში. ორი ქუჩის, რუსთაველის გამზირისა და ბესიკის ქუჩის შესაყარზე მდგომი ნაგებობა ფართო კუთხით ეშლება გარემოს.  

საინტერესოა სახლის აბრისი, გამზირის მხარეს, კავშირგაბმულობის (რუსთაველის გამზ. N 12) მასიურ შენობასთან მიბჯენილ კუთხეში, შენობა თითქოსტყდება”, ისე რომ სახლის პატარა სიბრტყე ცერად შედის სიღრმეში. ბესიკის ქუჩის მხარეს გამავალ ფასადთან ერთად, შორი მანძილიდან ნაგებობა ტრაპეციას წააგავს, თითქოს იგი ფართო შუბლით გამოდის პროსპექტზე, გვერდითი ფრთებით კი სიღრმეში მიდის. ეს თავისებური ეფექტი თავისთავად საინტერესო ქალაქგეგმარებით კონცეფციას გვიმჟღავნებს
არტ ნუვოს ფასადის მხატვრულ-სტილისტური გადაწყვეტა და  შენობის ერთიანი სტრუქტურული კონცეფცია ნაგებობის უდაო მხატვრულ ღირებულებას წარმოადგენს და თბილისის კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით, ღირებულ ისტორიულ ნაგებობათა თვალსაჩინო რიგში აყენებს მას.