დეტალური ინფორმაცია
ინგოროყვას ქ. #2-ში მდებარე შენობა, ყოფილი სოლოლაკისა და ლაბორატორიის ქუჩათა კვეთაზე მდებარეობს. საარქივო მასალით დგინდება რომ შენობის თავდაპირველი მეპატრონე თავადი ნინა თუმანიშვილია. ეზოში მდგარი საკმაოდ დიდი შენობა, თავდაპირველად ერთსართულიანი ყოფილა, დიდი ზომის ეზოთი და ბაღისკენ გახსნილი ხის აივნით. შენობამ ამჟამინდელი სახე 1930-იან წლებში მიიღო, როდესაც მას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და თუმანიშვილების საგვარეულო სახლი, მრავალბინიან ნაგებობად იქცა.