თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი

ამბობენ

რუსთაველის გამზირზე (მაშინდელ გოლოვინის პროსპექტზე) მდებარე ოპერის ეს თეატრი 1896 წელს გაიხსნა. შენობა გერმანელმა არქიტექტორმა ვიქტორ შრეტერმა დააპროექტა . შენობა რიჰარდ ვაგნერის ბაიროითის ცნობილი თეატრის ანალოგია და 1200 მაყურებელზეა გათვლილი.

მანამდე კი, 1851 წელს, დღევანდელ თავისუფლების მოედანზერომელსაც იმ დროს ერევანსკის მოედანი ერქვათბილისში ამიერკავკასიაში პირველი მუდმივმოქმედი საოპერო თეატრი   მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის ინიციატივით, ვაჭარ თამამშევის სახსრებით და იტალიელი არქიტექტორის, ჯოვანი სკუდიერის პროექტით აშენდა. თამამშევის მოთხოვნით, შენობა მრავალფუნქციური იყო: პირველ სართულზე დუქნები და ქარვასლა, ხოლო მეორე და მესამე სართულებზეთეატრალური დარბაზი ყოფილა.

არქიტექტურა აზიურ-ევროპულ სტილში იყო გადაწყვეტილი და მოიცავდა მავრიტანულ ელემენტებსაც. თეატრის დარბაზი, ფოიე და უნიკალური ფარდა მხატვარ გრიგოლ გაგარინის მიერ იყო შესრულებული.

თეატრის ინტერიერს ამშვენებდა გიგანტური ჭაღი, რომელიც ვორონცოვმა თამამშევის ხარჯზე — 9 400 ფრანკადპარიზიდან გამოიწერა.

ჭაღი მარსელიდან ფოთში გემით ჩამოიტანეს და 12 ყუთში შეფუთული თბილისში ურმებით წამოიღეს. გზაში ზოგი ნაწილი დაზიანდა და თამამშევს ხელმეორედ მოუხდა მათი გამოწერა.

ამავე წლის 9 ნოემბერს თბილისის პირველი საოპერო სეზონიც გაიხსნა. წარმოდგენილი იყო გაეტანო დონიცეტის „ლუჩია დი ლამერმური“.დასს ხელმძღვანელობდა ცნობილი დირიჟორი ბარბიერი,  სპექტაკლის დამთავრების შემდეგ, რომელსაც გრანდიოზული წარმატება ხვდა წილად, მასპინძლები ბარბიერის დასს და ოპერაში იმ საღამოს შეკრებილ საზოგადოებას მტკვრის მარცხენა სანაპიროსკენ წამოუძღვნენსახალხო ზეიმმა პირდაპირ მდინარე მტკვარში გადაინაცვლა, სადაც ტივებზე მოკალათებული ხალხი მთელი ღამის განმავლობაში  აღნიშნავდა ოპერის თეატრის გახსნას თბილისში. არიებს იტალიური ოპერიდან დილამდე ენაცვლებოდა ადგილობრივი ქალაქური მუსიკის ჰანგები.

იტალიური ოპერა იმდენად შეერწყა თბილისის ბოჰემურ ბაიათებს, რომ ყარაჩოღელებიც კი იტალიურად მღეროდნენო,“ — წერდა იოსებ გრიშაშვილი.

სამწუხაროდ, 1874 წლის 11 ოქტომბერს, სპექტაკლნორმასჩვენებისას, თეატრს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი იმდენად ძლიერი იყო, რომ ორი დღის განმავლობაში მძვინვარებდა.

ქალაქის მოსახლეობაქალიან-ბავშვიანადმტკვრიდან ეზიდებოდა წყალს და ცდილობდა ცეცხლის ჩაქრობას.

მოგვიანებით ქარვასლა აღადგინეს, თეატრი კიარა.

მომდევნო 22 წლის განმავლობაში, ამ შენობის აგებამდე, ოპერის დასი სპექტაკლებსსაზაფხულო თეატრისსცენაზე მართავდა.

 

დეტალური ინფორმაცია

რუსთაველის გამზ .N25-ში მდებარე თბილისის  ოპერისა და ბალეტის თეატრი 1880-1896 წლებში აიგო გერმანელი წარმოშობის პეტერბურგელი არქიტექტორის, ვიქტორ შრეტერის, პროექტის მიხედვით. თეატრის შენობის გეგმა  რიჰარდ ვაგნერის ბაიროითის ცნობილი თეატრის პროექტის მიხედვით შედგა. ახალი თეატრის აშენების იდეა, თამამშევისეული, ძველი თეატრის დაწვისთანავე (1874 .) დაიბადა. ფასადების მავრული სტილის სამოსელს კედლის სიბრტყის დამანაწევრებელი, მუქი და ღია ფერის ჰორიზონტალური ზოლები, მუშარაბიანი სარკმლები, ისრული და ნალისებრი თაღები, ფართო სვეტისთავებიანი წვრილი სვეტები, სტალაქტიტებით შემკული დეკორატიული კოშკურები, ხალიჩასავით მოფენილი და არშიებად გაყოლებული ორნამენტები ქმნის. მავრიტანული სტილი გვხვდება ნაგებობის ინტერიერშიც. შენობა XIX -ის თბილისური არქიტექტურის ერთ-ერთ, გამორჩეულ ნიმუშს წარმოადგენს.