შოთა რუსთაველის გამზირი

დეტალური ინფორმაცია

რუსთაველის გამზ. N15-ში მდებარე შენობა, გამზირის განაშენიანების ერთ-ერთი უძველესიასაარქივო მასალის მიხედვით, შენობის  მეპატრონე მუხრანელია. ამის შესახებ პერიოდულ გამოცემებიდან ვიგებთ, სადაც მითითებულია რომ გოლოვინსკის ქუჩაზე მუხრანსკის სახლის პირველ სართულზე გერმან გეგელის იარაღის მაღაზია ფუქნციონირებდა
გერმან გეგელის მაღაზიაში შესაძლებელი იყო სხვადასხვა სახეობის იარაღის შეძენა, როგორც სანადირო, ასევე  ,,ვინტოვკადა სხვ.  სარეკლამო განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ მაღაზიასთან ფუქნციონირებდა იარაღების სახელოსნოცცხადი, ხდება რომ პირველ სართულს მხოლოდ სავაჭრო დანიშნულება არ ჰქონდა.  შესაძლებელია,  სახელოსნო მეორე სართულზეც ფუნქცინირებდა. შენობის მთავარი ფასადის მხატვრულ დამუშავებაში რენესანსის, ბაროკოსა და ამპირის სტილისთვის დამახასიათებელი ელემენტებია გამოყენებული.